არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი''' — სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც [[1936]] წელს შექმნილი „აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის“ (ენიმკი) ბაზაზე. [[1941]] წელს, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] დაარსებასთან დაკავშირებით, «ენიმკის» გაყოფის შემდეგ შეიქმნა, თავდაპირველად, „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი“. [[1950]] წლიდან მას ეწოდა „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, [[1988]] წლიდან - „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, ხოლო [[2006]] წლიდან - საჯარო სამართლის „იურიდიული პირი არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი“.
 
== დირექტორები ==
* ს. ჯანაშია (1941-43)
* [[ვარლამ თოფურია]] (1943-49)
* გ. ახვლედიანი (1949-50)
* [[არნოლდ ჩიქობავა]] (1950-52)
* [[ივანე გიგინეიშვილი]] (1952-53)
* [[ქეთევან ლომთათიძე]] (1953-63, 1975-87)
* ვ. ფანჩვიძე (1963-75)
* [[ბესარიონ ჯორბენაძე]] (1987-93)
* [[გუჩა კვარაცხელია]] (1993-2006)
* [[ლალი ეზუგბაია]] (2006 წლიდან დღემდე).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.ice.ge/new/?p= ენათმეცნიერების ინსტიტუტის ოფიციალური ვებ–გვერდი]
6 771

რედაქტირება