ძველი ჩინეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
ქრ.შ-დან პირველ-მესამე საუკუნეებში მრავალრიცხოვანმა და ზლიერმა სახალხო აჯანყებებმა არაერთხელ დაარღვიეს იმპერატორთა, მთავართა და მიწათმფლობელთა სიმშვიდე. მდგომარეობას ართულებდა ჩინელ მოხელეთა ბრძოლა თანამდებობისა და სიმდიდრისათვის. ამას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უცხო ტომთა ხშირი შემოტევებიც ემატებოდა. ქრ.შ-დან მესამე საუკუნეში ერთიანი [[ჩინეთი]] სამთავროებად დაიშალა.
==დიდი კედელი და დიდი გზა==
ქრ.შ-მდე მეოთხე საუკუნეში ჩინელებმა, ჩრდილოეთიდან მომთბარე ტომების შემოტევებისაგან საზღვრების დაცვის მიზნით, [[ციხესიმაგრე]]ები ააგეს. იმპერატორ [[ცინ შიხუანდი]]ს ბრძანებით ციხეები ერთმანეთთან კედლებით შეაერთეს. ასე წარმოიშვა "[[ჩინეთის დიდი კედელი]] ". მისი სიგრძე 4 ათას კილომეტრს აღწევდა, სიმაღლე 7 მეტრი, სიგანე კი 6,5-5,5 მეტრი იყო. ამ [[ისტორია|ისტორიული]] კედლის ნაწილებმა ჩვენამდე მოაღწია და მნახველს დღესაც აოცებს თავისი სიდიადითა და მასიურობით.
[[ჩინეთი]]ს მეტად ძვირადღირებული [[აბრეშუმი]] იმდროინდელი სამყაროს ქვეყნებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ ქრ.ს-მდე მეორე საუკუნეში ჩინელებმა სავაჭრო გზა გაიყვანეს.იგი ქალაქ სიანში იწყებოდა და დასავლეთისაკენ სამხრეთისა და ჩრდილოეთის განშტოებით მიემართებოდა. სამხრეთის განშტოება [[სპარსეთი]]ს, [[მესოპოტამია|მესოპოტამიის]], [[ფინიკია|ფინიკიის]] მიწა-წყალს გაივლიდა და ქალაქ ტვიროსში მთავრდებოდა. [[ჩრდილოეთი]]ს განშტოების მარშრუტი კი შემდეგი იყო:[[კასპიის ზღვა]]-[[ამიერკავკასია]]-მდ.მტკვარი-[[სურამი]]ს უღელტეხილი-მდ.[[ფაზისი]](რიონი) -ქალაქი [[ფაზისი]]- [[შავი ზღვა]]. აქედან ჩრდილოეთის განშტოება ზღვით დასავლეთისაკენ მიემართებოდა. ამ სავაჭრო გზას "[[აბრეშუმის დიდი გზა]]" ეწოდებოდა. ასე შემოვიდა [[აბრეშუმი]] [[საქართველო]]ში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძველი_ჩინეთი“-დან