სიმონ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ინფოდაფაში სწორად ეწერა და ჩავასწორე
ხაზი 27:
}}
 
'''სიმონ I''' (დ. [[1537]] — გ. [[16111603]]), [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1556]]-[[1569]], [[1578]]-[[1599]], [[ლუარსაბ I|ლუარსაბ I-ის]] ძე.
 
[[გარისის ბრძოლა]]ში [[1556]] მოხუცმა მამამ ქართლის შემტევი ლაშქრის მეთაურად დანიშნა. ახალგაზრდა უფლისწულმა თავი გამოიჩინა როგორც საზრიანმა და მამაცმა სარდალმა და ქართლიდან გარეკა შემოსეული [[ყიზილბაშები]]. სიმონ I-ის გამეფების დროს [[თბილისი]] ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია ქ. [[გორი|გორში]] ჰქონდა. [[1556]]-[[1559]] სიმონ I მეთაურობდა განუწყვეტილი ომიანობით განადგურებული ქვეყნის აღდგენა-შენებას, შემდეგ კი ყიზილბაშთაგან ქართლის განთავისუფლების საქმეს შეუდგა. [[1559]] კავშირი შეკრა [[კახეთის სამეფო]]სთან, რაც სიმონ I-ისა და კახთა მეფის [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანის]] ასულის ქორწინებით გამოიხატა. [[1560]]-1561 სიმონ I შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ [[1561]] აპრილში დამარცხდა [[ციხედიდის ბრძოლა|ციხედიდის ბრძოლაში]]. [[1562]] სიმონ I-ის ძმა [[დავით XI|დავითი (დაუთ-ხანი)]] გამაჰმადიანდა და შაჰის სამსახურში ჩადგა. შაჰმა დაუთ-ხანი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოგზავნა. [[1567]] და [[1569]] დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში სიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. [[1569]] [[ფარცხისის ბრძოლა 1569|ფარცხისის ბრძოლაში]] ([[ალგეთის ხეობა]]) ღალატის წყალობით სიმონ I ტყვედ ჩავარდა. მან მტკიცე უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე და [[1569]]-[[1578]] ირანში ტყვეობაში იტანჯებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_I“-დან