მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 57:
გალაკტიონს სწამს და, ამდენად, ხედავს კიდეც გამოგონილ სამყაროს, სინამდვილეზე უფრო მეტ სინამდვილეს.
 
„ლურჯა ცხენებით“ გალაკტიონმა გადმოსცა ეკლესიასტეს დამთრგუნველი სიბრძნე: „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“, რომ წუთისოფელიცა და მარადიული სოფელიც არარაობაა. „მთაწმინდის მთვარეში“ პოეტი პოულობს მას, რამაც შესაძლოა, [[დრო|დრო-ჟამის]] ტრიალს გაუძლოს, მას, რაც მარადიულია. ესაა [[პოეზია]], რისი დასტურიცაა სტრიქონი ლექსიდან - "რომ„რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი"ქნარი“. გალაკტიონმა [[სიცოცხლე|სიცოცხლის]] საყრდენი ღერძი მოძებნა, მიხვდა, რომ სწორედ ამ ღერძს ეყრდნობოდნენ მისი წინამავალი მგოსნები და ღვთითბოძებული ნიჭიერების გარდა, ამითაც გახდნენ ისინი გამორჩეულნი. პოეტი ორგანულად გრძნობს მათთან გონებრივ და სულიერ სიახლოვეს, თავს მათ ტოლ-სწორად გრძნობს. სწორედ ამის აღმოჩენის სიხარულია ხორცშესხმული ლექსში.
 
პოეზიაა ერთადერთი, რაც სიკვდილის[[სიკვდილი]]ს საშინელ გზას აქცევს ვარდისფერ გზად, ანუ საუკუნო ქნარის მფლობელს არც სიკვდილის, არც სიცოცხლის არ ეშინია. საკუთარ თავში დიდი პოეტური ენერგიის აღმოჩენა და პოეზიის ძალმოსილების შეგრძნება პოეტს იმის დაუფარავ სიხარულს განაცდევინებს, რომ თავადაც ფლობს ასეთ "საუკუნო„საუკუნო ქნარს"ქნარს“, "თუ„თუ როგორ გრძნობს, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა"გარდა“.
 
ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავთათვის, ადვილი არაა ამ სტრიქონების სისხლხორცეული განცდა. პოეტი გრძნობს, რომ მთელი [[სამყარო]] მასშია და მისი [[სული]] სამყაროშია განფენილი. ეს ამაობაზე ამაღლებული ადამიანის განცდაა, ღმერთკაცის განცდაა. ამიტომაც ეჩვენება პოეტს ასეთი შეგრძნების წამს, რომ [[სამყარო]] ხელახლა იბადება, რომ თავადაც თითქოს ხელახლა იბადება, "რომ„რომ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი"წყნარი“, "რომ„რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე"ღამე“ და ამიტომაც წერს: "ასე„ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს"მახსოვს“.
 
„მთაწმინდის მთვარე“ გალაკტიონის თვითამღიარებელი ლექსიცაა. ღმერთკაცად გარდასახული პოეტი, რომელიც ხედავს "სიზმრებს„სიზმრებს არაჩვენებურს"არაჩვენებურს“, რომელიც ხედავს არაჩვეულებრივს ჩვეულებრივში, რომელმაც იპოვა ის საყრდენი, საიდანაც მაღლიდან გადმოჰყურებს ამაოების ბაზარს, აცხადებს:
{{ციტირება|რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,<br />რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,<br />რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...}}
გალაკტიონმა აქ პირველად უწოდა თავს [[მეფე]]-[[მგოსანი]]. როგორც დრომ და პოეტის შემოქმედებისადმი შთამომავლობის დიდმა სიყვარულმა დაადასტურა, ოცდაოთხი წლის გალაკტიონის მიერ საკუთარი ტალანტის ამგვარ შეფასებასა და თვითაღიარებაში არაფერი ყოფილა გადაჭარბებული.
 
== ლიტერატურა ==