მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:

გალაკტიონს აქვს მცირე ჩანაწერი სახელწოდებით „საკუთარი ლექსების შესახებ“. სამწუხაროა, რომ ეს ჩანაწერი ერთობ მცირეა და მასში ავტორი მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოების შესახებ გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ „მთაწმინდის მთვარეზე“ შედარებით ვრცლად საუბრობს. ეს ტექსტი („მთაწმინდის მთვარის“ შესახებ) ქვემოთ სრულადაა მოყვანილი:
{{ციტატაციტირება|„რომ მეფე ვარ და პოეტი“ - მქონდა ასეთი ფრაზა „მთაწმინდის მთვარეში“. ეს ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა.}}
გალაკტიონი [[1950]] წელს დაწერილი ამ წერილით შეეცადა თავად გამოესწორებინა [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობის]] ეს ხარვეზი და სათანადოდ განემარტა ნაწარმოების უმთავრესი არსი და სულისკვეთება. ნათქვამი რომ უფრო გასაგები გახდეს, მივყვეთ წერილს:
{{ციტატაციტირება|ამ ლექსში უსათუოდ სჩანს [[პოეტი]], რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს [[XIX საუკუნე|მეცხრამეტე საუკუნის]] კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რა თავის თავს [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]სა და [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] პოეზიის მემკვიდრედ. აქ [[მთვარე|მთვარის]] შუქში გახვეული მსუბუქ [[სიზმრები|სიზმარივით]] მოსჩანს [[მტკვარი]] და [[მეტეხი]]... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლოს, სძინავს მოხუცი პოეტის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული, [[ილია ჭავჭავაძე]]საც, [[დიმიტრი ყიფიანი|დიმიტრი ყიფიანსაც]] და აქ ამბობს პოეტი: „და მეც მოვკვდე [[სიმღერა|სიმღერებში]] [[ტბა|ტბის]] სევდიან [[გედი|გედად]] ([[ლირიკა|ლირიკის]] კონცეპცია), ოღონდ ვთქვა თუ ღამემ [[სული|სულში]] როგორ ჩაიხედა (კავშირი [[ბუნება]]სა და [[ადამიანი]]ს [[სული|სულს]] შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან [[ცა]]მდე ფრთები ([[ძალა]] აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების).“ იალქნები [[ზღვა]]ზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ზღვაზე, „სიცოცხლის ზღვაზე“, რომელზედაც [[ლურჯი]] იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით სიკვდილის გზაც კი [[ვარდი]]სფერია და არა საშინელი, საშიშარი (რენიეს თქმით, „მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან“), რომ ამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთ სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე მეტი სინამდვილე - [[ჰიპერბოლა|ჰიპერბოლური]], [[ზღაპარი|ზღაპრული]], „რომ [[მეფე]] ვარ და [[პოეტი]] და [[სიმღერა|სიმღერით]] ვკვდები“.}}

ცოტა ქვემოთ კი პოეტი ამბობს: {{ციტატაციტირება|„მთაწმინდის მთვარე“ ჩემი პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას [[კულტურა|კულტურული]] მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე).<ref>{{Cite|გალაკტიონი|(2011)| loc=''საკუთარი ლექსების შესახებ'', 17 ნოემბერი, 1950}}</ref>}}

ალბათ, მიზანშეწონილია, თუ ლექსის იმ ნაწილსაც მოვიყვანთ, რომელზედაც ზემოთ არის საუბარი. [[მთვარე|მთვარიან]] ღამეში [[მთაწმინდა]]ზე განმარტოებული გალაკტიონი სიყვარულით იხსენებს „მწუხარე სასაფლაოს“ სიმყუდროვეში განსვენებულ მის დიდ წინამორბედებს - აკაკისა და ბარათაშვილს:
{{ციტატაციტირება|აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...}}

აღსანიშნავია, რომ ლექსის ზოგიერთ ვარიანტში სიტყვა „მოხუცის“ შეცვლილია სიტყვით „მოხუცთა“. ვის უნდა გულისხმობდეს პოეტი [[მრავლობითი რიცხვი|მრავლობით რიცხვში]]? როგორც მისივე ჩანაწერებიდან ირკვევა, სიტყვა მოხუცის მრავლობით რიცხვში ხმარება აკაკისთან ილიას სახელის უცილობელი დაწყვილებით ყოფილა განპირობებული. ამას მოწმობს [[1953]] წელს დაწერილი, მაგრამ ძირითად ტექსტში შეუტანელი „მთაწმინდის მთვარის“ შემდეგი სტროფიც:
{{ციტატაციტირება|აქ წამების სიმრადა ჰქრის წიწამურის ალი
და მწუხარე საქართველოდ სდგას მთაწმინდის ქალი.}}

თუ რატომ უკავშირებს გალაკტიონი ასე ხაზგასმით თავის პოეზიას მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას ჯერ ლექსში, ხოლო შემდგომ მისივე წერილში, ნათელი გახდება, თუ [[XX საუკუნე|მეოცე საუკუნის]] 10-იანი წლების [[ლიტერატურა|ლიტერატურულ]] პანორამას წარმოვიდგენთ.
ხაზი 21:

ამ გარემოებამ ათიანი წლების ლიტერატურაში უკურეაქცია გამოიწვია. „ცისფერყანწელთა“ ნიჭიერი თაობა საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით უარყოფის გზას დაადგა. მათ ქართული ლექსის გაახლება და „[[ევროპა|ევროპული]] [[რადიუსი]]თ გამართვა“ გადაწყვიტეს. თავს აცხადებდნენ [[ფრანგები|ფრანგი]] [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტების]]: [[ბოდლერი]]ს, [[ჟან ნიკოლა არტიურ რემბო|რემბოს]], [[პოლ ვერლენი|ვერლენის]], [[სტეფან მალარმე|მალარმეს]] მემკვიდრეებად. მეცხრამეტე საუკუნის [[ლირიკა]]ში ახალი თაობა ცნობს მხოლოდ [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟასა]] და [[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ბარათაშვილს]], სხვა პოეტებთან კი ლექსის კასტრაციას ხედავენ. ახალგაზრდა [[დემნა შენგელაია]] წერს:
{{ციტატაციტირება|[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]] უნაზეს აკვნესებიდან საქართველო კერესელიძის „ცისკრამდის“ მივიდა, სადაც გულმოდგინედ სწავლობდნენ [[კომბოსტო]]ს დამჟავებასა და ბოზბაშის კეთებას.
შემდეგ ილუზია ლიტერატურული რევულიციისა.
თერგდალეულთა პოეზია.
კეთილშობილური გაქანება მოქალაქეობრივ მოტივებში და კასტრაცია პოეზიისა.
[[ივანე კრილოვი|კრილოვი]]ს [[იგავ-არაკი|იგავ-არაკები]] და თავის გართობა.
და ასე [[უდაბნო]]ება და უდაბნოება... ერთი იტყვით, ისეთი ვითარებაა შექმნილი, როცა იტყვიან: „კაცს დედა დავიწყებოდა და დედინაცვალს ფიცულობდაო“.}}

ახალგაზრდობის ასეთი განწყობილების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ გალაკტიონი კი არ უარყოფს, არამედ უკავშირებს საკუთარ პოეზიას მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას.

„მთაწმინდის მთვარის“ პოეტურ ხელწერას რომანტიკულ-სიმბოლისტური წარმოსახვათა და აღქმათა სინთეზი ქმნის. პოეტის მიერ ხილული გარესამყარო სწორედ ასეთი რომანტიკულ-სიმბოლისტური ფერებითაა დახატული ლექსის დასაწყის სტროფებშივე:
{{ციტატაციტირება|ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!}}
მთაწმინდის ასეთმა დახასიათებამ შეუძლებელია ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ“ არ გაგვახსენოს, მაგრამ, მიუხედავად ამ ორი ნაწარმოების ასოციაციური ურთიერთკავშირისა, ბარათაშვილის ამ ლექსის შინაგანი სულისკვეთება და ლირიკული მიზანსწრაფვა გალაკტიონმა სრულიად ახლებური თვალთახედვით გაიაზრა და გადმოსცა.

გალაკტიონის ნიკოლოზ ბარათაშვილთან სულერ ნათესაობაზე მეტყველებს ბარათაშვილის „სული ობოლისა“ და გალაკტიონის „მე და ღამის“ იდეოლოგიური მსგავსებაც. ახლა ორიოდე სიტყვით გალაკტიონის აკაკისთან დამოკიდებულების შესახებ.

აკაკისა და მისი პოეზიისადმი სიყვარული პოეტურ სიტყვას შეჭიდებულ ყრმა მგოსანს ჯერ კიდევ [[ქუთაისი]]ს სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში გაუჩნდა. გალაკტიონი მოხიბლული იყო იმ დიდი პატივისცემით, რომლითაც აკაკი, ქართული ლექსის ეს ღმერთ-კაცი, სარგებლობდა ხალხში. იგი თავადაც არაერთხელ გამხდარა აკაკისადმი ასეთი დამოკიდებულების თვითმხილველი.

აკაკი ხშირი სტუმარი და მონაწილე იყო ქუთაისში გამართული ლიტერატურული საღამოებისა. სხვა მწერალ-პოეტებთან ერთად გალაკტიონიც არაერთგზის ყოფილა ამ საღამოების მონაწილე. როგორც გალაკტიონის ჩანაწერებითაც სხვათა (ამ შემთხვევაში, დარია ახვლედიანის) მოგონებებიდანაც ვგებულობთ, აკაკის თურმე დიდად მოსწონდა დამწყები პოეტის ლექსები და ბევრჯერ კმაყოფილებით აღუნიშნავს: ახალგაზრდებიდან გალაკტიონ ტაბიძეს უსათოუდ დიდი მომავალი აქვს, მას ყველაზე მეტი სიახლე შემოაქვს ჩვენს პოეზიაშიო. აკაკისადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გალაკტიონმა იმითაც გამოხატა, რომ თავისი ლექსების პირველი კრებული საგანგებოდ მიართვა აკაკის მის მშობლიურ სოფელ [[სხვიტორი|სხვიტორში]]. წინამორბედი პოეტისადმი ასეთი დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა გალაკტიონს. ძმის გარდაცვალებს შემდეგ ([[1948]] წ.) წვერმოშვებული გალაკტიონი თითქოს გარეგნულადაც დაემსგავსა აკაკის. მისი ოცნება იყო, თავადაც ისეთივე საყვარელი მგოსანი გამხდარიყო ხალხში, როგორიც მისი დიდი წინაპარი იყო.<ref>{{cite book |author=ნოდარ დუმბაძე |authorlink=ნოდარ დუმბაძე |url=http://buki.ge/uploads/dumbadze%20_mziani%20game.doc |title=მზიანი ღამე |format=DOC |publisher= buki.ge |accessdate=2008-01-17}}</ref>

მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონმა ყველაზე მეტი ნოვაცია შემოიტანა უახლეს ქართულ პოეზიაში, იგი მაინც არ თვლიდა, რომ [[სამყარო]] მისით იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. ჭეშმარიტი [[კულტურა]] სწორედ ტრადიციებზე დაყრდნობილი ნოვატორობით იწყება და არა წარსულის უარყოფით, მისდამი [[ნიჰილიზმი|ნიჰილისტური]] დამოკდებულებით. გალაკტიონი ამის შესახებ გაღიზიანებული წერს:
{{ციტატაციტირება|ეს პოეტის "მე"„მე“-ა, ასე რომ ღუპავს საერთო საქმეს, ვის რად უნდა ცარიელი რახუნი? ვის სჭირდება ხმაურობის ატეხა ამის გამო, რომ "პოეზია„პოეზია იწყება მისით და მთავრდება მისით?"

როცა მასა არ იღებს ასეთ პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს, აქაო და, შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზე ნათქვამი, იხმაურეს და საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას, ალბათ, სჭირდება ასეთი ამბავი, ნამდვილ პოეტს კი არასოდეს.

ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი. [[სიმღერა]] დიდი ხანია, წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლოთ, საერთო ხორო შევქმნათ. ყველა უნდა ცდილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა, რომელიც არევს სიმღერას.<ref>{{Cite|გალაკტიონი|(2011)| loc=''საუკუნის დასაწყისის პოეზია'', 1950 წ.}}</ref>}}

ეს არის სწორედ პოეტის მრწამსი, მისი გაკვეთილი, რაც „მთაწმინდის მთვარეში“ ლირიკის ენაზეა თქმული. მასში მაღალოსტატურად და ბუნებრივი ძალდაუტანებლობით ერწყმის ერთმანეთს მთვარიანი ღამის მშვენიერების ემოციურ-რომანტიკული აღქმა-წარმოსახვა და ამ მშვენიერების იდუმალი არსის სიმბოლისტური გააზრება.

[[პოლ ვალერი]] ერთგან წერს: ყველაზე დიდხანს ის ლექსი ცოცხლობს, რომელიც თავის საიდუმლოს ყველაზე მეტხანს ინახავსო. ვალერი გულისხმობდა, რომ კარგი ლექსი მანამ არის კარგი, სანამ თავისი სილამაზის საიდუმლოს ინახავს, სანამ მისი განმეორება შეუძლებელია. ზოგადად, გალაკტიონის პოეზია დახურულ სისტემებს არ განეკუთვნება, მაგრამ არც ადვილი აღსაქმელია და, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების საერთო სულისკვეთება და განწყობილება მკითხველისთვის საკმაოდ გასაგებია, ზოგიერთი პოეტური სახის ბოლომდე სწორხაზოვნად გაშიფრვა შეუძლებელია. ისინი ყოველმა მკითხველმა თავისებურად უნდა გაიაზროს, თავისებურად, სუბიექტურად უნდა ჩასწვდეს იმ მშვენიერებას, რაც მათშია ჩადებული. სწორედ ამგვარ რთულ ასოციაციურ პოეტურიპოეტურ წარმოსახვათა და ხილვათა ნიმუშია ქვემოთ მოყვანილი სტროფები:
{{ხმის ნიმუშის დაფა მარჯვნივ|კითხულობს გალაკტიონი.}}
{{მულტი-მოსმენა დაიწყო}}
ხაზი 50:
{{მულტი-მოსმენა დამთავრდა}}
{{ნიმუშის დაფა დამთავრება}}
{{ციტატაციტირება|და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა.}}
როცა პოეტი მთაწმინდის უკვდავთა სავანის მკვიდრთა დარად იტყვის "ღამემ სულში როგორ ჩაიხედა", "თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები", ანუ დიდი პოეზიის ენაზე ალაპარაკდება, მაშინ მას დანამდვილებით ეცოდინება, რომ მისი პოეზია, ისევე როგორც მისი დიდი წინამორბედებისა, საუკუნეებს გაუძლებს, პოეტის სიტყვებით, "რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი." აქედან გამომდინარე, ლექსში შემოდის მეორე თემა, გალაკტიონის მიერ ფორმულირებული როგორც "ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის". აკი [[გიორგი ლეონიძე]]მაც თავის გამოსათხოვარ წერილში "მთაწმინდის გედი" უწოდა პოეტს, ხოლო წერილი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: საუკუნეს თან მიჰყვებაო შენი ქართული ქნარი.

ხაზი 64:

„მთაწმინდის მთვარე“ გალაკტიონის თვითამღიარებელი ლექსიცაა. ღმერთკაცად გარდასახული პოეტი, რომელიც ხედავს "სიზმრებს არაჩვენებურს", რომელიც ხედავს არაჩვეულებრივს ჩვეულებრივში, რომელმაც იპოვა ის საყრდენი, საიდანაც მაღლიდან გადმოჰყურებს ამაოების ბაზარს, აცხადებს:
{{ციტატაციტირება|რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...}}
გალაკტიონმა აქ პირველად უწოდა თავს მეფე-მგოსანი. როგორც დრომ და პოეტის შემოქმედებისადმი შთამომავლობის დიდმა სიყვარულმა დაადასტურა, ოცდაოთხი წლის გალაკტიონის მიერ საკუთარი ტალანტის ამგვარ შეფასებასა და თვითაღიარებაში არაფერი ყოფილა გადაჭარბებული.