საქართველოს გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 68:
საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] ყოფნისას იგი სატრანსპორტო "ჩიხში" იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ [[მოსკოვი]]ს გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
 
საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადასტურდა და გაიზარდა, როცა საფუძველი ჩაეყარა [[ბაქო-სუფსის ნავთობსადები|ბაქო-სუფსისა]] და [[ბაქო-თბილისი-ჰეიჰანისჯეიჰანის ნავთობსადენი|ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის]] ნავთობსადენების მშენებლობას. 1998 წელს ბაქოში ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე, რომელიც დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას დააკავშირებს კავკასიისა და შუა აზიის გავლით. ამ დერეფანს შემოკლებით "ტრასეკას" უწოდებენ. მას ასევე იხსენებენ, როგორც ახალი "აბრეშუმის გზა"<ref>[http://lemill.net/content/webpage/10e110d010e510d010e010d710d510d410da10dd10e1-10d410d910dd10dc10dd10db10d810d910e310e0-10d210d410dd10d210e010d010e410d810e310da10d8-10d310d0-10d210d410dd10de10dd10da10d810e210d810d910e310e010d8-10db10d310d410d110d010e010d/view LeMill — საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობა] </ref>.
 
ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ხელსაყრელი რეკრეაციულ-გეოგრაფიული მდებარეობა, რადგანაც იგი მნიშვნელოვან ტურისტულ-რეკრეაციულ არეალებს - კავკასიონსა დაშავიზღვისპირეთს შორისაა მოქცეული.