საქართველოს დამფუძნებელი კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრება}}
[[ფაილი:Georgien Parlament Unabhängigkeit.jpg|thumb|400px|საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა]]
'''საქართველოს დამფუძნებელი კრება''' - წარმომადგენლობითი დაწესებულება [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]], რომლის მიზანი იყო [[საქართველოს პარლამენტი]]ს მოწვევამდე შეემუშავებინა სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია. დამფუძნებელმა კრებამ მუშაობა დაიწყო [[1919]] წლის [[12 მარტი|12 მარტს]], რომელიც შეიკრიბა 1919 წლის [[14 თებერვალი|14]]-[[17 თებერვალი|17 თებერვალს]], საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამფუძნებელი კრების შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამეტადპარლამენტად წოდებული [[საქართველოს ეროვნული საბჭო]], რომელსაც თავმჯდომარეობდა [[კარლო ჩხეიძე]].
 
პირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილებდა 15 პოლიტიკური ორგანიზაცია, მათგან გავიდა მხოლოდ 4. დამატებით არჩევნებში კრებას შეუერთდა ეროვნული პარტია და დაშნაკცუთიუნი. საბოლოოდ კრებაში 6 ფრაქცია შეიქმნა. 1919 წლის 21 მარტს კრებამ შექმნა კომისიები: შრომის, თვითმმართველობის, აგრარული, განათლების, ჯანმრთელობის, სამხედრო, იურიდიული, ხელოვნების და საგზაო. დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა, [[ნოე ჟორდანია]]ს ხელმძღვანელობით, მიიღო ქვეყნის [[სახელმწიფო სიმბოლიკა]]: [[საქართველოს სახელმწიფო დროშა#ადრეული საქართველოს დროშები|დროშა]], [[საქართველოს სახელმწიფო გერბი|გერბი]] და [[დიდება (ჰიმნი)|ჰიმნი]], და ქვეყნის [[საქართველოს კონსტიტუცია (1921)|კონსტიტუცია]] ([[1921]]).