ატროპატენა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: hr:Atropatena |
ატროპატენასთან ეს რუკა არაფერ შუაშია |
||
ხაზი 1:
'''ატროპატენა''', ''მცირე მიდია'', ''მიდია ატროპატენა'' (ძვ. სპარსული ''Āturpatkān'', პეჰლ. Āturpātākān, კლასიკური {{lang-fa|آذربایجان}} (''Āδarbāδāgān/Āδarbāyagān''), {{lang-el|᾿Ατροπατήνη}}, ბიზანტ. {{lang-el|Άδραβιγνων}}, [[სირიული ენა|სირ.]] Aδorbāyγān, {{lang-az|Atropatena}}, {{lang-hy|Ատրպատական}}, {{lang-ar|آذربایجان}}) — [[ირანის აზერბაიჯანი|ირანის აზერბაიჯანის]] ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ატროპატენა მოიცავდა [[თალიშის მთები]]ს, მდ. [[არაქსი]]სა და [[ურმია (ტბა)|ურმიის ტბის]] მიდამოებს. სახელწოდებას ჩვეულებრივ უკავშირებენ ამ ოლქის მმართველის, [[აქემენიდები|აქემენიდთა]] [[სატრაპი|სატრაპ]] [[ატროპატი]]ს ([[ძვ. წ. IV საუკუნე]]) სახელს (ზოგი მკვლევარის აზრით, სახელწოდება დაკავშირებულია ტიტულ ატროპატთან - თეოკრატიის მმართველი). მოგვიანებით ატროპატი ატროპატენას მეფე და სამეფო დინასტიის მამამთავარი გამხდარა. ანტიკური ავტორთა ცნობებით, ატროპატენა, როგორც ჩანს, ამ რეგიონის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო და [[ზოროასტრიზმი|ზოროასტული რელიგიის]] ერთ-ერთი ცენტრი იყო. მისი დედაქალაქი ყოფილა [[გაზაკა]] (განძაკი; გვიანდელი არაბული წყაროებით - ჯანზა). [[ძვ. წ. III საუკუნე]]ში ატროპატენა არტაბაზანეს მეთაურობით აქტიურად იბრძოდა [[სელევკიდები|სელევკიდების]] დაპყრობითი პოლიტიკის წინააღმდეგ, შემდეგ, [[ძვ. წ. I საუკუნე]]ში კი რომის ექსპანსიას ებრძოდა. ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისში ატროპატენა მოიცავდა ქ. [[სახიჩევანი]]ს ტერიტორიასაც. VII საუკუნეში ატროპატენა არაბთა სახალიფომ დაიპყრო.
|