ევიტა პერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მარია ევა დუარტე პერონი''' (დ. [[7 მაისი]], [[1919]] — გ. [[26 ივლისი]], [[1952]]) იყო პრეზიდენტ [[ხუან პერონი|ხუან დომინგო პერონი]]ს (1895-1975) მეორე ცოლი. იყო [[არგენტინა|არგენტინის]] პირველი ლედი 1946 წლიდან მის გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ევა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით '''ევიტა''', რაც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.
 
დაიბადა [[1919]] წელს, არგენტინის პროვინციაპამპასის ლას-პამპასისრეგიონის ერთ მიყრუებულ სოფელ ლოს-ტოლდოსში. ხუთშვილიან ოჯახში, ევიტა მეოთხე შვილი იყო. [[1934]] წელს, როდესაც ის 15 წლის იყო, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქ [[ბუენოს აირესი|ბუენოს აირეს]]ში, სადაც ის მოღვაწეობდა სცენასა და კინოში. [[1944]] წლის 22 იანვარს, საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად იმართებოდა, ევა შეხვდა პოლკოვნიკ [[ხუან პერონი|ხუან პერონს]]. მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. [[1946]] წელს, ხუან პერონი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ევა პერონი გახდა ძალიან პოპულარული თავისი პრო-[[პერონისტპერონიზმი|პრო-პერონისტული]]ული განწყობით და ასევე მშრომელთა უფლებების დაცვით. ის ასევე გახდა შრომისა და ჯანმრთლობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას — [[ქალ პერონისტთა პარტია]]ს.
 
[[1951]] წელს, ევა პერონი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ამ საქმეში მას პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა ეხმარებოდა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. მაგრამ სამხედრო და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა 33 წლის ასაკში ოფიციალურად [[არგენტინის კონგრესი]]ს მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი. ევა1952 პერონიწლის [[26 1952ივლისი|26 წელსივლისს]], ევა პერონი კიბოთი გარდაიცვალა.
 
{{DEFAULTSORT:პერონი, ევიტა}}