არგენტინა-ბრაზილიის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
 
==შედეგები==
ეს ომი საკმაოდ დიდ ხარჯებთან აღმოჩნდა დაკავშირებული. შემცირდა სავაჭრო ბრუნვა გაერთიანებულ პროვინციებსა და [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებულ სამეფო]]ს შორის, რამაც ორივე ძალაგამოცლილი მხარე დაარწმუნა დაზავების აუცილებლობაში. მართლაც, ბრიტანეთისა და [[საფრანგეთი]]ს მედიატორიბით, 1828 წელს, [[რიო-დე-ჟანეირო]]ში, რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულ პროვინციებსა და ბრაზილიის იმპერიას შორის, ხელი მოეწერა [[მონტევიდეოს ხელშეკრულება (1828)|მონტევიდეოს ხელშეკრულება]]ს, რომლის მიხედვითაც სისპლატინის პროვინცია დამოუკიდებლად ცხადდებოდა და მას [[ურუგვაი|აღმოსავლეთ ურუგვაის რესპუბლიკა]] ეწოდა.
 
ხელშეკრულება ასევე აკანონებდა ბრაზილიის სუვერენიტეტს ყოფილ „აღმოსავლეთ იეზუიტთა მისიაზე" და რაც მთავარია, ბრაზილიას ლა-პლატაში თავისუფალი ნავიგაციის საშუალებას აძლევდა, რაც ბრიტანეთის ინტერესებშიც შედიოდა.