მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 57:
როცა პოეტი მთაწმინდის უკვდავთა სავანის მკვიდრთა დარად იტყვის "ღამემ სულში როგორ ჩაიხედა", "თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები", ანუ დიდი პოეზიის ენაზე ალაპარაკდება, მაშინ მას დანამდვილებით ეცოდინება, რომ მისი პოეზია, ისევე როგორც მისი დიდი წინამორბედებისა, საუკუნეებს გაუძლებს, პოეტის სიტყვებით, "რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი." აქედან გამომდინარე, ლექსში შემოდის მეორე თემა, გალაკტიონის მიერ ფორმულირებული როგორც "ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის".
 
ახლა გავიხსენოთ პოეტის სიტყვები — „მთაწმინდის მთვარე“ ჩემი საპროგრამო ლექსიაო. რა თვალსაზრისით შეიძლება იყოს ეს ლექსი საპროგრამო? პოეტი საპროგრამო ლექსით თავის კრედოს, მოქალაქეობრივ მიზანს განსაზღვრავს და ასეთები ქართულ პოეზიაში იშვიათობას არ წარმოადგენს. მარტო თუნდაც ილიას „პოეტი“ რად ღირს, სადაც იგი აცხადებს: "ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა". ილიასთვის პოეზია ([[ღმერთი|ღმერთთან]] საუბარი) საშუალეებაა, რომ ერს ემსახუროს. გალაკტიონისათვის პოეზია პიროვნული ხსნის საშუალებაა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საშუალება კი არა არსებობის ფორმაა. მისი ცნობილი სტრიქონი - "პოეზია უპირველეს ყოვლისა", გულისხმობს არამორტო იმას, რომ გალაკტიონისათვის ხელოვნების ყველა დანარჩენ ჟანრზე წინ დგას [[პოეზია]], არამედ იმასაც, რომ არსებულ საგნებსა და მოვლენებში უნდა ვხედავდეთ პოეზიას უპირველეს ყოვლისა! ჩვენი ცხოვრების წესიც უნდა განვსაზღვროთ პოეზიით უპირველეს ყოვლისა!
 
გალაკტიონს სწამს და, ამდენად, ხედავს კიდეც გამოგონილ სამყაროს, სინამდვილეზე უფრო მეტ სინამდვილეს.
ხაზი 65:
პოეზიაა ერთადერთი, რაც სიკვდილის საშინელ გზას აქცევს ვარდისფერ გზად, ანუ საუკუნო ქნარის მფლობელს არც სიკვდილის, არც სიცოცხლის არ ეშინია. საკუთარ თავში დიდი პოეტური ენერგიის აღმოჩენა და პოეზიის ძალმოსილების შეგრძნება პოეტს იმის დაუფარავ სიხარულს განაცდევინებს, რომ თავადაც ფლობს ასეთ "საუკუნო ქნარს", "თუ როგორ გრძნობს, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა".
 
ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავთათვის, ადვილი არაა ამ სტრიქონების სისხლხორცეული განცდა. პოეტი გრძნობს, რომ მთელი სამყარო მასშია და მისი სული სამყაროშია განფენილი. ეს ამაობაზე ამაღლებული ადამიანის განცდაა, ღმერთკაცის განცდაა. ამიტომაც ეჩვენება პოეტს ასეთი შეგრძნების წამს, რომ [[სამყარო]] ხელახლა იბადება, რომ თავადაც თითქოს ხელახლა იბადება, "რომ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი", "რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე" და ამიტომაც წერს: "ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს".
 
მთაწმინდის„მთაწმინდის მთვარემთვარე“ გალაკტიონის თვითამღიარებელი ლექსიცაა. ღმერთკაცად გარდასახული პოეტი, რომელიც ხედავს "სიზმრებს არაჩვენებურს", რომელიც ხედავს არაჩვეულებრივს ჩვეულებრივში, რომელმაც იპოვა ის საყრდენი, საიდანაც მაღლიდან გადმოჰყურებს ამაოების ბაზარს, აცხადებს:
{{ციტატა|რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,<br />რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,<br />რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...}}
გალაკტიონმა აქ პირველად უწოდა თავს მეფე-მგოსანი... როგორც დრომ და პოეტის შემოქმედებისადმი შთამომავლობის დიდმა სიყვარულმა დაადასტურა, ოცდაოთხი წლის გალაკტიონის მიერ საკუთარი ტალანტის ამგვარ შეფასებასა და თვითაღიარებაში არაფერი ყოფილა გადაჭარბებული.
 
== ლიტერატურა ==
* {{cite book |year=2004 |author=ნოდარ გრიგალაშვილი |editor=ამირან გომართელი |url= |title=სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები |edition=მეოთხე გამოცემა |publisher="უნივერსალი" |location=თბილისი |pages=342-347}}
* {{cite book |year=2004 |author=ავთანდილ ნიკოლეიშვილი |title=ქართული ლიტერატურა |edition=XI კლასი |publisher=ქუთაისის სახელმწიფო უნივერიტეტი |pages=123-126}}
 
== სქოლიო ==