მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
 
აკაკი ხშირი სტუმარი და მონაწილე იყო ქუთაისში გამართული ლიტერატურული საღამოებისა. სხვა მწერალ-პოეტებთან ერთად გალაკტიონიც არაერთგზის ყოფილა ამ საღამოების მონაწილე. როგორც გალაკტიონის ჩანაწერებითაც სხვათა (ამ შემთხვევაში, დარია ახვლედიანის) მოგონებებიდანაც ვგებულობთ, აკაკის თურმე დიდად მოსწონდა დამწყები პოეტის ლექსები და ბევრჯერ კმაყოფილებით აღუნიშნავს: ახალგაზრდებიდან გალაკტიონ ტაბიძეს უსათოუდ დიდი მომავალი აქვს, მას ყველაზე მეტი სიახლე შემოაქვს ჩვენს პოეზიაშიო. აკაკისადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გალაკტიონმა, რომ თავისი ლექსების პირველი კრებული საგანგებოდ მიართვა აკაკის მის მშობლიურ სოფელ სხვიტორში. წინამორბედი პოეტისადმი ასეთი დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა გალაკტიონს. ძმის გარდაცვალებს შემდეგ ([[1948]] წ.) წვერმოშვებული გალაკტიონი თითქოს გარეგნულადაც დაემსგავსა აკაკის. მისი ოცნება იყო, თავადაც ისეთივე საყვარელი მგოსანი გამხდარიყო ხალხში, როგორიც მისი დიდი წინაპარი იყო.<ref>{{cite book |author=ნოდარ დუმბაძე |authorlink=ნოდარ დუმბაძე |url=http://buki.ge/uploads/dumbadze%20_mziani%20game.doc |title=მზიანი ღამე |format=DOC |publisher= buki.ge |accessdate=2008-01-17}}</ref>
 
მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონმა ყველაზე მეტი ნოვაცია შემოიტანა უახლეს ქართულ პოეზიაში, იგი მაინც არ თვლიდა, რომ სამყარო მისით იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. ჭეშმარიტი კულტურა სწორედ ტრადიციებზე დაყრდნობილი ნოვატორობით იწყება და არა წარსულის უარყოფით, მისდამი ნიჰილისტური დამოკდებულებით. გალაკტიონი ამის შესახებ გაღიზიანებული წერს:
{{ციტატა|ეს პოეტის "მე"-ა, ასე რომ ღუპავს საერთო საქმეს, ვის რად უნდა ცარიელი რახუნი? ვის სჭირდება ხმაურობის ატეხა ამის გამო, რომ "პოეზია იწყება მისით და მთავრდება მისით?"
 
როცა მასა არ იღებს ასეთ პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს, აქაო და, შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზე ნათქვამი, იხმაურეს და საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას, ალბათ, სჭირდება ასეთი ამბავი, ნამდვილ პოეტს კი არასოდეს.
 
ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი. სიმღერა დიდი ხანია, წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლოთ, საერთო ხორო შევქმნათ. ყველა უნდა ცდილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა, რომელიც არევს სიმღერას.}}
 
ეს არის სწორედ პოეტის მრწამსი, მისი გაკვეთილი, რაც „მთაწმინდის მთვარეში“ ლირიკის ენაზეა თქმული. მასში მაღალოსტატურად და ბუნებრივი ძალდაუტანებლობით ერწყმის ერთმანეთს მთვარიანი ღამის მშვენიერების ემოციურ-რომანტიკული აღქმა-წარმოსახვა და ამ მშვენიერების იდუმალი არსის სიმბოლისტური გააზრება.
 
== სქოლიო ==