მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ პოეზიაში დიდი იყო ილიასა და აკაკის გავლენა. ახალგაზრდა პოეტები ბაძავდნენ ერთ-ერთ მათგანს და პოეზია ეპიგონობის სენმა შეიპყრო. რამდენადაც მომხიბვლელია ორიგინალი, იმდენადვე მოსაწყენია მიმბაძველთა ლექსების კითხვა. [[ტიციან ტაბიძე]] ერთგან წერს: ვულკანი ერთხელ ამოაფრქვევს, შემდეგ კი მის დამშვიდებულ კალთებზე ცხვრის ფარები სძოვენო. ასეთი სურათი იყო მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაშიც. ილიას, აკაკის, ვაჟას უკვე ნათქვამი ჰქონდათ საკუთარი სიტყვა, მათი შემოქმედებითი ვულკანი უკვე ამოფრქვეული იყო, ახლა კი მათ ნასუფრალზე მშვიდად იცოხნებოდნენ მიმბაძველები.

ამ გარემოებამ ათიანი წლების ლიტერატურაში უკურეაქცია გამოიწვია. "ცისფერყანწელთა" ნიჭიერი თაობა საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით უარყოფის გზას დაადგა. მათ ქართული ლექსის გაახლება და "ევროპული რადიუსით გამართვა" გადაწყვიტეს. თავს აცხადებდნენ ფრანგი სიმბოლისტების: ბოდლერის, რემბოს, ვერლენის, მალარმეს მემკვიდრეებად. მეცხრამეტე საუკუნის ლირიკაში ახალი თაობა ცნობს მხოლოდ ვაჟასა და ბარათაშვილს, სხვა პოეტებთან კი ლექსის კასტრაციას ხედავენ. ახალგაზრდა [[დემნა შენგელაია]] წერს:
{{ციტატა|ვეფხისტყაოსნის უნაზეს აკვნესებიდან საქართველო კერესელიძის ცისკრამდის მივიდა, სადაც გულმოდგინედ სწავლობდნენ კომბოსტოს დამჟავებასა და ბოზბაშის კეთებას.
შემდეგ ილუზია ლიტერატურული რევულიციისა.
თერგდალეულთა პოეზია.
კეთილშობილური გაქანება მოქალაქეობრივ მოტივებში და კასტრაცია პოეზიისა.
კრილოვის იგავ-არაკები და თავის გართობა.
და ასე უდაბნოება და უდაბნოება... ერთი იტყვით, ისეთი ვითარებაა შექმნილი, როცა იტყვიან: "კაცს დედა დავიწყებოდა და დედინაცვალს ფიცულობდაო"}}.

ახალგაზრდობის ასეთი განწყობილების ფონზე განსაკუთრებულ მნშივნელობას იძენს ის ფაქტი, რომ გალაკტიონი კი არ უარყოფს, არამედ უკავშირებს საკუთარ პოეზიას მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას.