მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{საკონკურსო|სახელი, გვარი = გიორგი შაშვიაშვილი |იმეილი=giorgish88@gmail.c...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ITshnik|ITshnik]]|2=2011 წლის 17 იანვარი}}
'''„მთაწმინდის მთვარე“''' — [[გალაკტიონ ტაბიძე|გალაკტიონ ტაბიძის]] ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შედევრი პოეტური სრულყოფის თვალსაზრისით. იგი [[რომანტიზმი|რომანტიკულ]]-[[სიმბოლიზმი|სიმბოლისტური]] განწყობის გამომხატველი ლექსია გალაკტიონის უმდიდრეს შემოქმედებით მემკვიდრეობაში. იგი თავდაპირველად [[1916]] წელს გამოქვეყნდა [[ქუთაისი|ქუთაისში]] ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“, „ლურჯა ცხენებთან“ ერთად.
 
გალაკტიონს აქვს მცირე ჩანაწერი სახელწოდებით „საკუთარი ლექსების შესახებ“. სამწუხაროა რომ ეს ჩანაწერი ერთობ მცირეა და მასში ავტორი მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოების შესახებ გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ „მთაწმინდის მთვარეზე“ შედარებით ვრცლად საუბრობს. ეს ტექსტი („მთაწმინდის მთვარის“ შესახებ) ქვემოთ სრულადაა მოყვანილი:
{{ციტატა|"რომ მეფე ვარ და პოეტი" - მქონდა ასეთი ფრაზა „მთაწმინდის მთვარეში“. ეს ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა.}}
გალაკტიონი [[1950]] წელს დაწერილი ამ წერილით შეეცადა თავად გამოესწორებინა ლიტერატურათმცოდნეობის ეს ხარვეზი და სათანადოდ განემარტა ნაწარმოების უმთავრესი არსი და სულისკვეთება. ნათქვამი რომ უფრო გასაგები გახდეს, მივყვეთ წერილს:
{{ციტატა|ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რა თავის თავს [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]სა და [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] პოეზიის მემკვიდრედ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლოს, სძინავს მოხუცი პოეტის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული, [[ილია ჭავჭავაძე]]საც, [[დიმიტრი ყიფიანი|დიმიტრი ყიფიანსაც]] და აქ ამბობს პოეტი: "და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა და ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების)." იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ზღვაზე, "სიცოცხლის ზღვაზე", რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით სიკვდილის გზაც კი ვარდისფერია და არა საშინელი, საშიშარი (რენიეს თქმით, "მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან"), რომ ამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთ სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე მეტი სინამდვილე - [[ჰიპერბოლა|ჰიპერბოლური]], ზღაპრული, "რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები".}}
 
ცოტა ქვემოთ კი პოეტი ამბობს: {{ციტატა|„მთაწმინდის მთვარე“ ჩემი პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე).}}
 
ალბათ, მიზანშეწონილია, თუ ლექსის იმ ნაწილსაც მოვიყვანთ, რომელზედაც ზემოთ არის საუბარი. მთვარიან ღამეში მთაწმინდაზე განმარტოებული გალაკტიონი სიყვარულით იხსენებს "მწუხარე სასაფლაოს" სიმყუდროვეში განსვენებულ მის დიდ წინამორბედებს - აკაკისა და ბარათაშვილს:
{{ციტატა|აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,<br /> აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,<br />ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,<br />ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...}}
 
აღსანიშნავია, რომ ლექსის ზოგიერთ ვარიანტში სიტყვა "მოხუცის" შეცვლილია სიტყვით "მოხუცთა". ვის უნდა გულისხმობდეს პოეტი მრავლობით რიცხვში? როგორც მისივე ჩანაწერებიდან ირკვევა, სიტყვა მოხუცის მრავლობით რიცხვში ხმარება აკაკისთან ილიას სახელის უცილობელი დაწყვილებით ყოფილა განპირობებული. ამას მოწმობს [[1953]] წელს დაწერილი, მაგრამ ძირითად ტექსტში შეუტანელი მთაწმინდის მთვარის შემდეგი სტროფებიც:
{{ციტატა|აქ წამების სიმრადა ჰქრის წიწამურის ალი<br />და მწუხარე საქართველოდ სდგას მთაწმინდის ქალი.}}