ჭარ-ბელაქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჭარ-ბელაქანი''', XVIII ს. I მეოთხედში აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ჭარ-ბელაქანი''', XVIII ს. I მეოთხედში აღმოსავლეთ [[კახეთი]]ს ტერიტორიაზე (ისტორიული [[კაკი|კაკ]]-[[ენისელი]]) [[დაღესტანი|დაღესტნელი]] ფეოდალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ერთეული; იგივეა, რაც გვიანდელი [[საინგილო]]. 1803 წ. ჭარ-ბელაქანი რუს-ქართველთა ჯარმა დალაშქრა და [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ქვეშევრდომობის მიღება აიძულა. 1830 წ. რუსეთმა უშუალოდ შეიერთა ეს ტერიტორია. 1830-40 წწ. ქმნიდა ჭარ-ბელაქნის ადმინისტრაციულ ოლქს, 1842-60 წწ. — სამხედრო ოლქს, 1860-1917 წწ. — [[ოკრუგი|ოკრუგს]]. 1918-1921 წწ. შედიოდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] შემადგენლობაში; მხარეზე პრეტენზიებს აცხადებდა მეზობელი [[აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა]], შემდეგ — [[აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა]], რომელსაც სადავო მიწები საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წ., გადაეცა. მოიცავს აზერბაიჯანის [[ბელაქნის რაიონი|ბელაქნის]], [[ზაქათალის რაიონი|ზაქათალისა]] და [[კახის რაიონი|კახის]] რაიონების ტერიტორიას.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭარ-ბელაქანი“-დან