კორნელი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
| საიტი = [http://publish.dlf.ge/vaxtangvi/kornelikekelidze/index_01.htm აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის თბილისის 29-ე საშუალო სკოლა]
}}
'''კორნელი სამსონის ძე კეკელიძე''' (დ. [[18 აპრილი]], [[30 აპრილი]], [[1879]], სოფ. [[ტობანიერი]], [[ვანის რაიონი]] ― გ. [[7 ივნისი]], [[1962]], [[თბილისი]]), ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი ([[1941]]), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1943|1943 წელს]]).<ref name="qse"> ''ბარამიძე ა.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 461, თბ., 1980 წელი</ref>
 
სწავლობდა[[ თბილისის სასულიერო სემინარია]]ში. [[1904]] დაამთავრა [[კიევი|კიევის]] სასულიერო აკადემია. [[1905]]—[[1906]] წლებში მასწავლებლობდა [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა]] და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. [[1916]] წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კეკელიძე იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ერთ-ერთი დამაარსებელი. [[1918]]-დან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას.[[1919]]-[[1925]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო [[1926]]—[[1930]] სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. [[1921]]—[[1930]] ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, [[1933]]—[[1936]] — [[ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი|ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის]] ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. [[1942]]—[[1949]] განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი ([[1927]],[[1929]]).<ref name="qse"/>
 
კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ [[1905]] ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. [[1907]] გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ ([[რუსული ენა|რუსულ ენაზე]], ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, [[1908]]) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.<ref name="qse"/>
 
[[1905]]—[[1912]] თანამშრომლობდა „კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში“, [[1912]]—[[1917]] რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, [[1912]], მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“, რუსულ ენაზე,[[ 1912]]) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა [[გელათი|გელათში]] ([[1905]]) და [[სვანეთი|სვანეთში]] ([[1911]]) დაცული ქართული ხელნაწერები. [[1948]]—[[1954]] გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: [[1918]] და [[1946]] გამოსცა ქართული [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული]] თხზულებების [[კიმენი|კიმენურ]] რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი [[ლათინური ენა|ლათინურად]] თარგმნა), [[1930]] — [[ციციშვილი, ნოდარ|ნ. ციციშვილის]] „შვიდი მთიები“, [[1935]] — [[იოანე საბანის ძე| იოანე საბანის ძის]] „აბო თბილელის წამება“ და [[ბასილი ზარზმელი|ბასილი ზარზმელის]] „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, [[1936]] და [[1948]] — [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილის]] „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი [[ ბარამიძე, ალექსანდრე|ა. ბარამიძე]]), [[1938]] — „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ა. ბარამიძე და [[ინგოროყვა, პავლე|პ. ინგოროყვა]]), [[1941]] — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი“ და სხვა.<ref name="qse"/>
 
კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა ([[1923]]—[[1960]] გამოიცა ოთხჯერ). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, [[1938]]). [[1955]] [[რომი|რომში]] [[გერმანული ენა|გერმანულ ენაზე]] გამოქვეყნდა [[თარხნიშვილი, მიხეილ|მ. თარხნიშვილისა]] და [[ასფალგი, იულიუს|ი. ასფალგის]] მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.<ref name="qse"/>
 
კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ [[ისტორიოგრაფია|ისტორიოგრაფიასაც]], აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]] და 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]].<ref name="qse"/>
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 39:
*Mikaberidze, Alexander (ed., 2007 წელი), Kekelidze, Korneli. Dictionary of Georgian National Biography. 26 მაისი 2007 წელი.
* ''ბარამიძე ა.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 461, თბ., 1980
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
==რესურსები ინტერნეტში==