ბეჭდის საძმო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
}}
 
'''''ბეჭდის საძმო''''' არის [[ჯონ ტოლკინი|ჯონ ტოლკინის]] ეპიკური რომანის ''[[ბეჭდების მბრძანებელი]]'' პირველი წიგნი, რომლის მოქმედებასაც ადგილი აქვს გამოგონილ სამყაროში, შუახმელეთშიშუამიწეთში. წიგნი გამოიცა [[1954]] წლის [[24 ივლისი|24 ივლისს]].
 
== დეტალური შინაარსი ==
ხაზი 40:
წვეულების დროს ბილბო ყველას წინაშე მოულოდნელად აკეთებს განცხადებას და სამუდამოდ ემშვიდობება შაირის მოსახლეობას. ჯიბეში იგი მოულოდნელად გაიკეთებს თითზე მაგიურ ბეჭედს და ქრება. უჩინარი ბილბო შინ ბრუნდება და აპირებს შაირიდან რივენდელში წასვლას. ამ დროს კარგად გამოჩნდება, რომ ბეჭედს ცუდი თვისებებიც აქვს - მისი ბოროტი ძალა იზიდავს ბილბოს და არ აძლევს საშუალებას, დატოვოს იგი. გენდალფი მაინც დაითანხმებს ბილბოს, ხოლო მისი წასვლის შემდეგ კონვერტში შეფუთულ ბეჭედს გადასცემს ფროდოს შესანახად. ამასობაში, ბილბოს კარს მოაწყდება მეზობლებისა და ნათესავების ბრბო, რომელსაც სურს საჩუქრების მიღება. მათ შორის გამოირჩევიან სეკვილ ბეგინსები, ოტო და ლობელია, ცოლ-ქმარი, რომელთაც სძულთ ბილბო, ისევე როგორც ბილბოს და შაირის ბევრ მცხოვრებს სძულს ისინი.
 
რამდენიმე ხნის შემდეგ ბეგ ენდში, ფროდოს საცხოვრებელში, ბრუნდება გელდალფი. იგი უყვება ფროდოს ბეჭდის საზარელ ისტორიას და უხსნის, რომ ბეჭედი სჭირდება შუახმელეთისშუამიწეთის მთავარ მტერს, საურონს, და იგი ყველანაირად ცდილობს, დაიბრუნოს ბეჭედი, რომელიც მას დაუბრუნებს ძალას და შუახმელეთშიშუამიწეთში ბატონობის საშუალებას მიანიჭებს. გენდალფი სთავაზობს ფროდოს მორდორში, ოროდროუნის ქვესკნელში ამ ბეჭდის ჩაგდებას, რადგანაც ეს ბეჭდის განადგურების ერთადერთი საშუალებაა. ფროდო თანხმდება, ხოლო გენდალდი აღმოაჩენს რომ მათ საუბარს უსმენდა სემ გემჯი, ფროდოს მეგობარი და მეეზოვე. ''სასჯელის'' სახით გენდალფი სემს მოსთხოვს ფროდოსთან ერთად ამ მოგზაურობაში გამგზავრებას. მოგზაურობა გადაიდება შემოდგომისათვის, მაგრამ შუალედში გენდალფი აღელვდება, დაეჭვდება და მიემგზავრება იზენგარდში, უმაღლესი მაგის, სარუმანის სანახავად. ფროდო, რომელსაც იგი სთხოვს მოცდას, რამდენიმე თვეში თავად დატოვებს ბეგ ენდს, სემ გემჯისთან და პერეგრინ (პიპინ) ტუკთან ერთად, მიჰყიდის რა მანამდე მთელ ბეგ ენდს ლობელიას (რომლის მეუღლეც გარდაიცვალა რამდენიმე წლით ადრე).
 
გზად ჰობიტები პირველად იხილავენ შავ მხედარს და შეხვდებიან ელფებს. ამის შემდეგ ისინი მიდიან სტუმრად მეგოტთან, ჰობიტთან, რომელსაც ჰყავს ავი ძაღლები. ფროდოს კარგად ახსოვს, რომ ბავშვობაში იგი შეიპარა მეგოტის ბოსტანში. თუმცა, მეგოტი აპატიებს ფროდოს და კარგად უმასპინძლდება. ამის შემდეგ მეგოტი გააცილებს მათ საკუთარი ურმით, გზაში კი ისინი ხვდებიან მერიადოკ ბრენდიბაკს, ფროდოს კიდევ ერთ მეგობარს. ერთად ისინი მცირე დროს გაატარებენ ბაკლენდში, მაგრამ შემდეგ მიემგზავრებიან სოფელ ბრიში. გზად მათ საკუთარი ტოტებით დაიჭერს მოხუცი ტირიფი, მაგრამ ჰობიტების დასახმარებლად ჩნდება [[ტომ ბომბადილი]], ტოლკინის ლექსების პერსონაჟი. ბომბადილთან ჰობიტები ისვენებენ ორ დღეს, შემდეგ კი აგრძელებენ გზას. ისინი კვლავ ხიფათში არიან - ამჟერად ისინი აღმოჩნდებიან ბეროუდაუნსში, სასაფლაოს მსგავს ადგილზე, სადაც ყველა უმალ კვდება. ფროდოს დაძახებაზე ბომბადილი აქაც ჩნდება და ანთავისუფლებს ნახევრადმკვდარ ჰობიტებს. ამის შემდეგ ისინი მიემგზავრებიან ბრიში.
ხაზი 56:
=== წიგნი II: ბეჭდის საძმო ===
 
ფროდო იღვიძებს [[ელრონდი]]ს სახლში, რივენდელში. გენდალფი, რომელიც იქვე იმყოფება, უყვება მას, რომ სარუმანმა უღალატა ჯადოქრების ორდენს და საურონთან ერთად ცდილობს შუახმელეთისშუამიწეთის დამონებას.
 
მოგვიანებით, როდესაც იგი უკეთ იგრძნობს თავს, ფროდო აღმოაჩენს, რომ ელრონდის სახლში ცხოვრობს ბილბო, რომელიც აქვე წერს თავის მემუარებს. ისინი ერთად ესწრებიან ელრონდის საბჭოს, სადაც ასევე შუახმელეთისშუამიწეთის სხვადასხვა ნაწილიდან მოვლენილები არიან: ჯუჯა [[გიმლი]], ელფი [[ლეგოლასი]] და [[გონდორი]]ს წარმომადგენელი [[ბორომირი]]. საბჭოზე გადაწყდება, რომ ფროდო (საკუთარი სურვილით) წაიღებს ბეჭედს მორდორში და ჩააგდებს მას [[ოროდრუინი]]ს ქვესკნელში, სადაც იგი შეიქმნა. ფროდოს დახმარებას სთავაზობენ როგორც ლეგოლასი, გიმლი და ბორომირი, ასევე არაგორნი, გენდალფი და მისი შაირელი მეგობრები - სემი, პერეგრინი და მერიადოკი. ბილბოს სურს მათთან ერთად გამგზავრება, თუმცა ყველა თვლის, რომ მისი როლი ბეჭდის ისტორიაში დასრულებულია. მაგრამ იგი მაინც ეხმარება ფროდოს და სჩუქნის [[მითრილი]]ს პერანგს და თავის ხმალს სახელად [[ნესტარი (ხმალი)|ნესტარი]]. ხოლო არაგორნისათვის აღადგინეს ხმალი [[ნარსილი]], რომელიც დამსხვრეული იქნა ადამიანებისა და ელფების უკანასკნელი გაერთიანებისას. არაგორნმა მას ''ანდურილი'' უწოდა.
 
საერთო ჯამში, რივენდელში რამდენიმე თვის ყოფნის შემდეგ ბეჭდის გასანადგურებლად შექმნილი საძმო, რომელიც შედგა ცხრა პირისგან, გეზს იღებს მორდორისაკენ. მოქმედება მიმდინარეობს დეკემბრის თვეში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეჭდის_საძმო“-დან