უჯრედის მემბრანა: განსხვავება გადახედვებს შორის

გაფორმება, სტილის გამართვა, ორთოგრაფია, პუნქტუაცია, საერთაშ. ბმულები, კატეგორია, თარგი, ილუსტრ
(გაფორმება, სტილის გამართვა, ორთოგრაფია, პუნქტუაცია, საერთაშ. ბმულები, კატეგორია, თარგი, ილუსტრ)
[[ფაილი:ეუკარიოტის უჯრედი.gif|thumb|უჯრედის მემბრანის მდებარეობა ეუკარიოტულ უჯრედში]]
'''პლაზმური მემბრანა''' იგივე '''პლაზმალემა''' ან [[ციტოლემა]] - შერჩევითი განვლადობის უნარის მქონე ბარიერის როლს ასრულებს. იგი [[უჯრედი|უჯრედსა]] და უჯრედშორის მატრიქსს შორის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და უჯრედშიგა გარემოს მუდმივობას განაპირობებს. პლაზმური მემბრანა გარს აკრავს [[ციტოპლაზმა|ციტოპლაზმას]] და ყოფს შიგაუჯრედულ კომპონენტებს გარეგანი გარემოსგან. არ ატარებს შედარებით დიდი ზომის [[მოლეკულა|მოლეკულებს]]. პლაზმური მემბრანა დიდ როლს ასრულებს [[უჯრედი|უჯრედის]] ფორმის მიღებაში, ასევე სხვა [[უჯრედი|უჯრედებთან]] შეკავშირებითა და დაჯგუფებით [[ქსოვილი|ქსოვილის]] წარმოქმნაში. მემბრანის გავლით ნივთიერებათა ტრანსპორტი შეიძლება იყოს პასიური-არ საჭიროებდეს ენერგიას, ან აქტიური-მათი ტრანსპორტირებისთვის უჯრედისაგან მოითხოვდეს ენერგიას.
 
უჯრედს გარს აკრავს '''მემბრანა''', რომელიც მოლეკულების რამდენიმე შრისაგან შედგება და უზრუნველყოფს ნივთიერებათა შერჩევით განვლადობას.
== სტრუქტურა ==
=== ბილიპიდური სტრუქტურა ===
[[Image:Fluid Mosaic.svg|thumb|200px|right|ფოსფოლიპიდი პლაზმურ მემბრანაში]]
 
 
[[ლიპიდები]] პლაზმური მემბრანის ფორმირების პროცესში უმთავრეს როლს ასრულებენ. პლაზმური მემბრანა ძირითადად შედგება წვრილი, ამფიპატიკური [[ფოსფოლიპიდები | ფოსპოლიპიდების]] ორი შრისაგან. ფოსფოლიპიდი შედგება ჰიდროფილური(ნივთიერება, რომელიც წყალში კარგად იხსნება) „თავისა“ და ჰიდროფობური(ნივთიერება, რომელიც წყალში არ იხსნება) „კუდისაგან“. ფოსფოლიპიდები სითხეში მოთავსებისას ორ შრეს ქმნიან: ჰიდროფობური „კუდები“ შიგნით ექცევა, ჰიდროფილური „თავები“ კი-გარეთ. საბოლოოდ, მიიღება უწყვეტი, სფერული ლიპიდების შრე, რომლებიც ცუდად ატარებენ იონებს და სხვა პოლარულ [[მოლეკულა | მოლეკულებს]]. [[ფოსფოლიპიდები | ფოსფოლიპიდების]] ასეთი მოწესრიგებული წყობა ხელს უშლის მაღალმოლეკულურ ნაერთებს უჯრედში შეღწევაში, მაგრამ, ჩვეულებრივ ატარებს ჰიდროფობურ მოლეკულებს. პლაზმური მემბრანის უნარი აკონტროლოს მასში ნივთიერებების მოძრაობა ხორციელდება [[ტრანსმემბრანული ცილები | ტრანსმემბრანული ცილების]] კომპლექსების მეშვეობით, როგორებიცაა მაგ. [[ფორები]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://allmed.ge/%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0/ უჯრედი და პლაზმური მემბრანა]
 
{{ესკიზი-ბიოლოგია}}
 
[[კატეგორია:ბიოლოგიაციტოლოგია]]
 
[[ar:غشاء خلوي]]
[[კატეგორია:ბიოლოგია]]
[[კატეგორია:უჯრედი]]
[[en:Cell membrane]]
[[ar:غشاء خلوي]]
[[be:Клеткавыя мембраны]]
[[bg:Клетъчна мембрана]]
ანონიმური მომხმარებელი