კაკაო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''კაკაო''', ''შოკოლადის ძე'' (Theobroma cacao), ტანდაბალი (5—8 მ) მარადმწვანე ხე [[სტერკულიასებრნი|სტერკულიასებრთა ოჯახისა]]. აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა) ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია, მისი სიგრძეა 30 სმ, აიგანე — 10—12 სმ, 300—600 გ იწონის და 25—60 თესლს შეიცავს. ყოფაცხოვრებაში „კაკაოს პარკს“ უწოდებენ. ველურად იზრდება ცენტრალურ და სამხრეტ ამერიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ძველთაგანვე კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ამრავლებენ უმთავრესად თესლით. კარგად ხარობს ორანჟერეებში. თეობრომინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო თესლს მწარე, მწკლარტე გემო აქვს. საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად რბილობმოცლილ თესლს 2—7 დღე-ღამის განმავლობაში უტარებენ ფერმენტაციას, რის შედეგადაც იგი სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენს.
 
კაკაოს თესლის შედგენილობაა (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით %-ში): წყალი 4—6; ცხიმი, კაკაოს ზეთი 51—54; სახამებელი 7—19; გლუკოზა, ფრუქტოზა 1—2; ცილა 10—12; თეობრომინი, კოფეინი 1—1,5; მთრიმლავი ნივთიერებები 4—7; მჟავები 1—2; მინერალური ნივთიერებები 2-3. კაკაოს ნაყოფისაგან ღებულობენ ბურღულს, ბურღულის წვრილად დაქუცმაცებით — „სრესილ კაკაოს“, რომლისგანაც კაკაოს ზეთსა და შოკოლადს ამზადებენ. სრესილი კაკაოს დაწნეხით ღებულობენ კაკაოს ზეთს, დარჩენილი კოპტონისაგან კი — კაკაოს ფხვნილს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაკაო“-დან