ინფლაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.2) (ბოტის დამატება: af:Inflasie
No edit summary
ხაზი 1:
'''ინფლაცია''' — [[ეკონომიკა]]ში ფასთა საერთო დონის ზრდაა, საბაზო [[მსყიდველობითუნარიანობა|მსყიდველობითუნარიანობის]] დონესთან შედარებით. შესაბამისად, ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორც [[ფულის მსყიდველობითუნარიონაბა|ფულის მსყიდველობითუნარიონაბის]] კლება. ეკონომიკის ზოგიერთ მოდელში, ის ექვივალენტურია [[მოთხოვნა|მოთხოვნის]] ვარდნის, ან [[ფულის მიწოდება|ფულის მიწოდების]] ზრდის. ინფლაცია [[დეფლაცია|დეფლაციის]] ანტონიმია.
 
ზოგიერთ კონტექსტში სიტყვა "ინფლაცია" გამოიყენება ფულის მიწოდების ზრდის მნიშვნელობით, რასაც ზოგჯერ განიხილავენ, როგორც ფასთა ზრდის მიზეზს. ზოგიერთი ეკონიმისტიეკონომისტი კვლავაც ამ განსაზღვრებას ამჯობინებს. ასე მაგალითად, 1920-იანი წლების აშშ-ის ეკონომიკის ზოგიერთი ანალიტიკოსი მიუთითებს ინფლაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იმ პერიოდში არ იზრდებოდა. ამ სტატიაში "ინფლაცია" განხილულია მისი ტრადიციული მნიშვნელობით.
 
დაკავშირებული ტერმინებია: [[დისინფლაცია]] - ინფლაციის დონის შემცირება, ან ეფექტი, რომელიც ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას, [[დეფლაცია]] - ფასთა საერთო დონის ვარდნა, [[რეფლაცია]] - დეფლაციის რევერსისთვის სტიმულის გამოყენება, [[ჰიპერინფლაცია]] - სწრაფი ინფლაცია წონასწორობისკენ ტენდენციის გარეშე. ინფლაციის დაბალი დონე (0-2%) ხშირად გაიგივებულია "ფასთა სტაბილურობასთან", და მრავალი [[ცენტრალური ბანკი]] ოფიციალურად ან არაოფიციალურად მისდევს ინფლაციურ პოლიტიკას, რათა დაცულ იქნას გარკვეული სასურველი ზედა და ქვედა ზღვარი. (იხ. ასევე [[მაკროეკონომიკა]], [[მონეტარული პოლიტიკა]] და [[ფულის მიწოდება]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინფლაცია“-დან