თიღვის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
თიღვის ტაძარი ძეგლთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შემორჩენილი აქვთ დათარიღებული ქტიტორული წარწერა, ქართული მატიანეები ძეგლის ქტიტორად [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ასულს, [[დემეტრე I]]-ის დას [[თამარი (დავით აღმაშენებლის ასული)|თამარს]] ასახელებენ. მათივე ცნობით, თამარს თიღვის ტაძარი [[1152]] წელს დაუმთავრებია და აქვე აღკვეცილა მონაზვნად.
 
==არქიტექტურა==
სამონასტრო კომპლექსიდან ჯერ კიდევ [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს პერიოდში შემორჩენილი იყო მხოლოდ ტაძარი, ისიც მიტოვებული და გაუქმებული, თუმცა მის გარშემო ჯერ კიდევ მდგარა „შენობანი მრავალნი“. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულს ეს შენობები დანგრეული დახვედრია რუს მკვლევარს უვაროვას. მონასტრის ზღუდის კედლები 1,20 მ სისქისაა, გარედან ნახევარწრიული ბურჯები აქვს, ზღუდის სამხრეთით ორი დიდი ბურჯია დატანებული, ამ ბურჯებს შორის ალაყაფის კარია ჩადგმული, ზემოდან მას სამრეკლო ადგას. შესასვლელ კარს ეტყობა, რომ გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე გვიანდელია [[სამრეკლო]]ც, თვით ბურჯები კი ზღუდის თანამედროვე ჩანს, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო ძველი მონასტრის ჭიშკარიც.
 
მონასტრის ეზოში, ჩრდილოეთის მხარეს, ზღუდესა და ტაძარს შორის სამონასტრო შენობის ნანგრევებია. აღმოსავლეთით გარეთა მხრიდან ზღუდეს სხვა შენობები ემიჯნება. ძველად აქ ყოფილა მარანი და ზეთის სახდელი. ზღუდის ჩრდილოეთის ზოგ ბურჯში, გარეთა მხრიდან თახჩებია მოწყობილი.
 
ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, სამი სწორკუთხა მკლავით და ნახევარწრიული [[აფსიდი]]თ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების ახლო მდებარე სადგომებით. გუმბათის წრეზე გადასვლა მიღწეულია აფრებით. . [[გუმბათი]] აღმოსავლეთის მხარეს აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობა, დასავლეთით კი ცალკე მდგომ ორ სვეტს. ტაძრის მოცულობა შიგნით მთლიანია და ერთ განუყოფელ სივრცეს ქმნის. დასავლეთის მკლავის ირგვლივ მიშენებულია ორსართულიანი ორსართულიანი მასივი, რომელიც ძირითადად სივრცეს ჯვრის კედლებში დაყოლებული ღიადებით უკავშირდება. სადიაკვნოსა და სამკვეთლოს თავზე დაშენებული მეორე სართულის ოთახები ყრუ კედლით ითიშებიან ძირითადი სივრცისაგან. [[საკურთხეველი]] ცენტრალური დარბაზისაგან ქვის [[კანკელი]]თ იყო გამოყოფილი, რომელიც შემდეგ ხის, მოხატულმა კანკელმა შეცვალა.
 
საკურთხევლის ორივე მხარეს მოწყობილი [[სადიაკვნე]] და [[სამკვეთლო]] კვადრატს უახლოვდება და ცილინდრული [[კამარა|კამარითაა]] გადახურული. აღმოსავლეთით მათ აფსიდური მომრგვალება აქვთ კონქური გადახურვით. ორივე სათავსოს თითო გრძელი და ვიწრო სარკმელი აქვს.
 
[[სტოა]] ტაძრის მთავარ სივრცეს დასავლეთით გაჭრილი ფართო კარით უკავშირდება. დასავლეთიდან მას სამი ღიობი აქვს (ამჟამად ამოქოლილია). ნართექსი სამ ნაწილადაა გაყოფილი. ღიადებს შორის გაყვანილია თლილი ქვის წრიული თაღები, რომლებიც პროფირილებულ კრონშტეინებს ეყრდნობა. ზედა სართულის დასავლეთით მას შემორტყმული აქვს [[პატრონიკე]], რომელიც ტაძრის ძირითად ნაწილს ღიობებით უკავშირდება. პატრონიკე დაზიანებულია.
 
აღმოსავლეთის ფასადი სადაა, ნაწყობია ყვითელი, სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. ფასადის ერთადერთი დეკორაციული მორთულობა სარკმლის არშიებია; უარყოფილია ამ ეპოქისათვის მეტად დამახასიათებელი მდიდრული მოჩარჩოება. ორნამენტის ნაცვლად აქ მხოლოდ მრგვალი ლილვაკებია გამოყვანილი. დასავლეთის ფასადის სიუჟეტი აღმოსავლეთის ფასადის მოხაზულობას იმეორებს, მაგრამ ამასთან თავისებურ გადაწყვეტას იძლევა, წინ არის გამოწეული პატრონიკესა და სტოის მიერ შექმნილი, კარნიზით დამთავრებული მთლიანი სიბრტყე, რისთვისაც გამოყენებულია შედარებით დიდი, კარგად დამუშავებული ქვის ფილები. მათი უმეტესი ნაწილი დაზიანებულია და გვიან არისშეკეთებული. სამხრეთის ფასადის წყობა კარგად არის შენახული. ამ ფასადის დეკორაციული მორთულობა თავისებურია. პატრონიკეს სამი ვიწრო სარკმელი, [[გუმბათი]]ს სარკმელთა გვარად სადა და უბრალოა. მარჯვენა მხარის მრგვალი სარკმელი იმეორებს აღმოსავლეთის სარკმლის ჩარჩოს ცალფა ლილვაკს. მდიდრულად გაფორმებულია მხოლოდ შუაში გამოჭრილი ფართო და მაღალი სარკმელი. ჩრდილოეთის ფასადი ისე როგორც სამხრეთისა, ასიმეტრულია. ტაძრის კარი საგანგებოდ არის გაფორმებული ჩუქურთების განიერი არშიით. სამხრეთის [[ეგვტერი]] ახლა მიწაშია ჩაფლული. იგი 15 მეტრის სიგანის იყო და ტაძარს მთელ სიგრძეზე არ გასდევდა. მისი გარე საპირე თლილი ქვა ახლა დაზიანებულია.
 
ჩრდილოეთით ტაძარს აქვს კარიბჭე: კარიბჭეზე მიდგმულია ეგვტერი და შენობის ნარჩენი, რომელიც თავის დროზე იყო დაკავშირებული პატრონიკეს ასასვლელთან. კარიბჭე ოთხკუთხაა, აქვს კარი, დგას ორსაფეხურიან საძირკველზე. მორთულია ჩუქურთმებით. ტაძრის შიგა სივრცე გაფორმებული იყო ფრესკებით, რომელთა ფრაგმენტები ახლაც შეიმჩნევა. საკურთხეველი მორთული ყოფილა მოზაიკით, თუმცა მისი კვალი ახლა აღარაა.
 
==წარწერა==
ტაძრის ძალზე საინტერესო ქტიტორული წარწერა მოთავსებულია პატრონიკეს შესასვლელი კარის თავზე, საგანგებოდ გაფორმებულ ტიმპანზე. წარწერა შესრულებულია ლამაზი, კიდურმახვილიანი [[ასომთავრული]]თ და კარგად არის შემონახული.
 
თიღვის წარწერა პირველად [[1851]] წელს გამოსცა აკადემიკოსმა [[მარო ბროსე]]მ. შემდეგ წარწერის გაშიფვრა ისტორიკოსმა [[თედო ჟორდანია]]მ სცადა. თიღვის წარწერა ახლებურად გააშუქა აკადემიკოსმა [[აკაკი შანიძე]]მ, რომელმაც წარწერაში ლექსის წყობა აღმოაჩინა. წარწრა ასე იკითხება:
 
 
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თიღვის_ტაძარი“-დან