დასავლეთ რომის იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(კატეგორიის ჩამატება რომი (HotCat-ის გამოყენებით))
No edit summary
[[Image:Theodosius I's empire.png|right|thumb|250px| რომის იმპერიის დაყოფა [[თეოდოსიუს I]] სიკვდილის შემდეგ, [[395]] წელს. გამოყოფილია თანამედროვე საზღვრები. {{legend|#B53637|'''დასავლეთ რომის იმპერია'''}} {{legend|#8F36B5|აღმოსავლეთ რომის იმპერია}}]]
'''დასავლეთ რომის იმპერია''' ([[ლათინური ენა|ლათ]]: ''Imperium Romanum Occidentale'') — [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] დასავლეთი ნაწილის დასახელება იმპერატორ [[დიოკლეტიანე]]ს მიერ [[285]] წელს ჩატარებული რეფორმის შემდგომ. მეორე ნაწილს ეწოდებოდა [[აღმოსავლეთ რომის იმპერია]], რომელიც გვიანდელ ისტორიოგრაფიაში ცნობილია [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] სახელით.
 
==ისტორია==
[[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] ისტორიაში [[III საუკუნის კრიზისი|III საუკუნის კრიზისად]] წოდებულ პერიოდში იმპერია ხანმოკლე პერიოდით ([[260]]-[[274]] წწ.) დაიშალა რამდენიმე ნაწილად. მართალია მოხერხდა იმპერიის გაერთიანება, მაგრამ, მმართველობის არასაკმარისი სიძლიერის გამო, დაშლის საშიშროება ისევ არსებობდა. ასეთ ვითარებაში [[284]] წელს იმპერიის ტახტზე ავიდა [[დიოკლეტიანე]], რომელიც ხედავდა, რომ ამხელა იმპერიას მარტო ვერ მართავდა და იმპერია ორად გაყო, თვითონ აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა, ხოლო დასავლეთი ნაწილი გადასცა მეორე იმპერატორს [[მაქსიმიანე]]ს. რეფორმის მიხედვით, იმპერატორი, ამავე დროს, ირჩევდა თანაშემწეს ''კეისრის'' ტიტულით, ხოლო თვითონ ''ავგუსტუსის'' ტიტული ჰქონდა. ქვეყანას ფაქტიურად მართავდა ოთხი იმპერატორი. და მმართველობის ასეთ ფორმას [[ტეტრარქია]] ეწოდა. [[305]] წელს [[დიოკლეტიანე]] და [[მაქსიმიანე]] გადადგნენ. ხოლო მათი თანაშემწეები კი ''ავგუსტუსები'' გახდნენ, მათ ამის შემდეგ აირჩიეს თანაშემწე ''კეისარი'' იმპერატორები. თუმცა, მათ შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. უთანხმოება გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელშიც საბოლოოდ გაიმარჯვა [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე დიდმა]] და [[324]] წლიდან სიკვდილამდე, [[337]] წლამდე, იმპერიას ერთპიროვნულად განაგებდა. ასევე, ერთპიროვნულად განაგებდა იმპერიას [[იულიანე განდგომილი|იულიანე]] ([[362]]-[[363]] წწ.) და [[თეოდოსიუს I]] ([[394]]-[[395]] წწ.). თეოდოსიუს I-ს სიკვდილის შემდგომ [[395]] წელს, მისი ანდერძის თანახმად იმპერიის დასავლეთი ნაწილი ერგო მის უმცროს ვაჟს [[ჰონორიუსი|ჰონორიუსს]], ხოლო [[აღმოსავლეთ რომის იმპერია|აღმოსავლეთი]] - უფროს ვაჟს [[არკადიუსი (ბიზანტია)|არკადიუსს]]. ეს თარიღი ითვლება იმპერიის საბოლოო დაშლის თარიღად.
== საბოლოო დაშლის შემდეგომ==
[[395]] წლის შემდეგ იმპერიის ორივე ნაწილი დამოუკიდებლად ებრძოდა საკუთარ პრობლემებს. მათ ერთმანეთისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწევიათ. ამ დროისათვის იმპერიის დედაქალაქი უკვე გადატანილი იყო [[მედიოლანუმი|მედიოლანუმში]], დღევანდელი [[მილანი]]. [[402]] წელს [[მედიოლანუმი|მედიოლანუმს]] ალყა შემოარტყეს [[ვესტგუთები|ვესტგუთებმა]], რის გამოც [[ჰონორიუსი|ჰონორიუსმა]] დედაქალაქი გადაიტანა [[რავენა]]ში. რამდენადაც [[ჰონორიუსი]] მცირეწლოვანი იყო, იმპერიას ფაქტობრივად განაგებდა ნახევრად [[ვანდალები|ვანდალი]] მხედართმთავარი [[სტილიხონი]]. სტილიხონი გარდაიცვალა [[408]] წელს. [[410]] წელს რომი აიღეს და გაძარცვეს [[ვესტგუთები|ვესტგუთებმა]] მათი მეფის [[ალარიხ I]]-ის წინამძღოლობით. ჰონორიუსის სიკვდილის შემდგომ ტახტის უზურპირება მოახდინა [[იოანე (რომის იმპერატორი)|იოანემ]], [[გალა პლაციდია]] ამ დროისათვის, ძმასთან [[ჰონორიუსი|ჰონორიუსთან]] უთანხმოების გამო, მის შვილებთან ერთად, იმყოფებოდა [[კონსტანტინოპოლში]] ძმისშვილთან [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორ [[თეოდოსიუს II (ბიზანტია)|თეოდოსიუს II]]-სთან. [[თეოდოსიუს II (ბიზანტია)|თეოდოსიუს II]] -მ რომის იმპერატორად გამოაცხადა გალა პლაციდიას ვაჟი [[ვალენტინიანე III]]. [[იოანე (რომის იმპერატორი)|იოანე]]-მ მხედართმთავარ [[აეტიუსი|აეტიუსს]] დაავალა, რომ [[ჰუნები]]სათვის მემართა დასახმარებლად. მანაც წამოიყვანა 60000-ათასიანი ჰუნების ლაშქარი, თუმცა ბიზანტიელებმა დაამარცხეს [[იოანე]]ს ჯარი და ტახტზე აიყვანეს [[გალა პლაციდია]]ს მცირეწლოვანი ვაჟი [[ვალენტინიანე III]]. რეგენტად კი დაინიშნა [[გალა-პლაციდია]]. ამის შემდეგ [[აეტიუსი]] შეირიგა გალა პლაციდიამ და ის გახდა იმპერიის პირველი მხედართმთავარი. [[აეტიუსი]]ს მეთაურობით [[451]] წელს, [[კატალაუნი]]ს ველზე, დღევანდელი [[საფრანგეთი]]ს ტერიტორიაზე, [[რომის იმპერია|რომელებმა]] დაამარცხეს [[ჰუნები|ჰუნი]] [[ატილა]]ს მრავალრიცხვოვანი არმია. ეს იყო რომაელების მიერ მოგებული უკანასკნელი დიდი ომი.
== რომის დაცემა==
[[455]] წელს [[რომი|რომს]] იღებენ [[ვანდალები]], რომლებიც 12 დღის განმავლობაში უმოწყალოდ არბევენ და ძარცვავენ ქალაქს, ხოცავენ მოსახლეობას. მთელი იმპერია ქაოსმა მოიცვა. [[რავენა]]ში მყოფი იმპერატორების ძალაუფლება ამ ქალაქის კედლებს არ სცილდებოდა. [[468]] წელს [[ბასილისკოსი (ბიზანტია)|ბასილისკოსის]] უნიათობის გამო ვანდლებთან ომში აფრიკის სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა [[ბიზანტია|ბიზანტიის]] არმიამ. დაკარგა 100000-მდე მეომარი. [[ბიზანტია]] დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ეხმარებოდა დასავლეთის იმპერიას. ამ პირობებში [[476]] წლის [[4 სექტემბერი|4 სექტემბერს]] [[ფედერატები]]ს ერთ-ერთმა ლიდერმა [[ოდოაკრი|ოდოაკრმა]] დაიკავა [[რავენა]] და აიძულა იმპერატორი [[რომულუს ავგუსტულუსი]] ტახტიდან გადამდგარიყო და თვითონ თავი გამოაცხადა იტალიის მეფედ. ეს თარიღი ითვლება [[ანტიკური ხანა|ანტიკური ხანის]] დასასრულად და [[შუა საუკუნეები]]ს დასაწყისად.
 
 
==ლიტერატურა==
612

რედაქტირება