თიღვის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
თიღვის ტაძარი ძეგლთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შემორჩენილი აქვთ დათარიღებული ქტიტორული წარწერა, ქართული მატიანეები ძეგლის ქტიტორად [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ასულს, [[დემეტრე I]]-ის დას [[თამარი (დავით აღმაშენებლის ასული)|თამარს]] ასახელებენ. მათივე ცნობით, თამარს თიღვის ტაძარი [[1152]] წელს დაუმთავრებია და აქვე აღკვეცილა მონაზვნად.
 
სამონასტრო კომპლექსიდან ჯერ კიდევ [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს პერიოდში შემორჩენილი იყო მხოლოდ ტაძარი, ისიც მიტოვებული და გაუქმებული, თუმცა მის გარშემო ჯერ კიდევ მდგარა „შენობანი მრავალნი“. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულს ეს შენობები დანგრეული დახვედრია რუს მკვლევარს უვაროვას. მონასტრის ზღუდის კედლები 1,20 მ სისქისაა, გარედან ნახევარწრიული ბურჯები აქვს, ზღუდის სამხრეთით ორი დიდი ბურჯია დატანებული, ამ ბურჯებს შორის ალაყაფის კარია ჩადგმული, ზემოდან მას სამრეკლო ადგას. . შესასვლელ კარს ეტყობა, რომ გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე გვიანდელია [[სამრეკლო]]ც, თვით ბურჯები კი ზღუდის თანამედროვე ჩანს, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო ძველი მონასტრის ჭიშკარიც.
 
მონასტრის ეზოში, ჩრდილოეთის მხარეს, ზღუდესა და ტაძარს შორის სამონასტრო შენობის ნანგრევებია. აღმოსავლეთით გარეთა მხრიდან ზღუდეს სხვა შენობები ემიჯნება. ძველად აქ ყოფილა მარანი და ზეთის სახდელი. ზღუდის ჩრდილოეთის ზოგ ბურჯში, გარეთა მხრიდან თახჩებია მოწყობილი.
 
ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, სამი სწორკუთხა მკლავით და ნახევარწრიული [[აფსიდი]]თ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების ახლო მდებარე სადგომებით. გუმბათის წრეზე გადასვლა მიღწეულია აფრებით. . [[გუმბათი]] აღმოსავლეთის მხარეს აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობა, დასავლეთით კი ცალკე მდგომ ორ სვეტს. ტაძრის მოცულობა შიგნით მთლიანია და ერთ განუყოფელ სივრცეს ქმნის. დასავლეთის მკლავის ირგვლივ მიშენებულია ორსართულიანი ორსართულიანი მასივი, რომელიც ძირითადად სივრცეს ჯვრის კედლებში დაყოლებული ღიადებით უკავშირდება. სადიაკვნოსა და სამკვეთლოს თავზე დაშენებული მეორე სართულის ოთახები ყრუ კედლით ითიშებიან ძირითადი სივრცისაგან. საკურთხეველი ცენტრალური დარბაზისაგან ქვის [[კანკელი]]თ იყო გამოყოფილი, რომელიც შემდეგ ხის, მოხატულმა კანკელმა შეცვალა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თიღვის_ტაძარი“-დან