კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
[[სურათი:USSR stamp K.Marjanishvili 1972 4k.jpg|thumb|200px|[[საფოსტო მარკა]] [[სსრკ]], კოტე მარჯანიშვილი, [[1972]] (Michel 4048, Scott 4013)]]
განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა [[1894]] წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც [[მესხი, კოტე | კ. მესხი]] ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი [[წერეთელი, აკაკი | ა. წერეთლის]] დრამატულ პოემაში "პატარა კახი". [[1897]] წელს მარჯანიშვილი [[რუსეთი | რუსეთში]] გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, [[ქერჩი|ქერჩში]], [[ბაქო]]ში, [[ტაშკენტი|ტაშკენტში]], [[აშხაბადი|აშხაბადში]], [[ტულა]]ში, [[ლუგანსკი|ლუგანსკში]], [[ვიატკა]]ში.
 
 
1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში [[ვიატკა]]ში დადგა [[ჩეხოვი, ანტონ | ა. ჩეხოვის]] პიესა "ძია ვანია". 1904-იდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა [[გორკი, მაქსიმ |მ. გორკის]] პიესა "მოაგარაკენი". [[1905]] რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა მ. გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა [[ხარკოვი | ხარკოვის]] (1906-1907), [[კიევი | კიევის]] (1907-1908), [[ოდესა | ოდესის]] (1908-1909) დრამატულ დასებში.
 
 
1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში [[სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე | ა. სუმბათაშვილთან]] ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს[[ შალიკაშვილი, ვალერიან | ვ.შალიკაშვილს]], [[წუწუნავა, ალექსანდრე | ა.წუწუნავას]] და[[ მჭედლიშვილი, ვახტანგ | ვ. მჭედლიშვილს]], რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა [[ჰამსუნი, კნუტ | კ. ჰამსუნის]] "ცხოვრების ბრჭყალებში" (1911), [[იბსენი, ჰენრიკ | ჰ. იბსენის]] "პერ გიუნტი" (1912); მონაწილეობა მიიღო [[დოსტოევსკი, თედორე | თ.დოსტოევსკის]] "ძმები კარამაზოვების" დადგმაში (1910), და [[კრეგი, ჰენრი ედუარდ გორდონ | ჰ. კრეგის]] დადგმის "ჰამლეტის" განხორციელებაში. 1913 მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა "თავისუფალი თეატრი", სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისრა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება.