თიღვის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
თიღვის ტაძარი ძეგლთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შემორჩენილი აქვთ დათარიღებული ქტიტორული წარწერა, ქართული მატიანეები ძეგლის ქტიტორად [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ასულს, [[დემეტრე I]]-ის დას [[თამარი (დავით აღმაშენებლის ასული)|თამარს]] ასახელებენ. მათივე ცნობით, თამარს თიღვის ტაძარი [[1152]] წელს დაუმთავრებია და აქვე აღკვეცილა მონაზვნად.
 
სამონასტრო კომპლექსიდან ჯერ კიდევ [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს პერიოდში შემორჩენილი იყო მხოლოდ ტაძარი, ისიც მიტოვებული და გაუქმებული, თუმცა მის გარშემო ჯერ კიდევ მდგარა „შენობანი მრავალნი“. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულს ეს შენობები დანგრეული დახვედრია რუს მკვლევარს უვაროვას. მონასტრის ზღუდის კედლები 1,20 მ სისქისაა, გარედან ნახევარწრიული ბურჯები აქვს, ზღუდის სამხრეთით ორი დიდი ბურჯია დატანებული, ამ ბურჯებს შორის ალაყაფის კარია ჩადგმული, ზემოდან მას სამრეკლო ადგას. . შესასვლელ კარს ეტყობა, რომ გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე გვიანდელია [[სამრეკლო]]ც, თვით ბურჯები კი ზღუდის თანამედროვე ჩანს, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო ძველი მონასტრის ჭიშკარიც.
 
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თიღვის_ტაძარი“-დან