სტენოკარდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sl:Angina
No edit summary
ხაზი 1:
{{უკატეგორიო}}
'''სტენოკარდია ანუ გულის ანგინა''' ([[ლათინური ენა|ლათ]]:angina pectoris) უეცრად განვითარებული [[ტკივილი]]ს შეტევები გულმკერდში, რომელიც გამოწვეულია [[მიოკარდიუმი|მიოკარდის]] [[სისხლი]]თ მომარაგების მწვავე უკმარისობით.
== სიმპტომები, მიმდინარეობა.==
Line 15 ⟶ 14:
=== დახასიათბა ===
სტაბილური სტენოკარდიის ინტენსივობა კვალიფიცირდება ე. წ. ფუნქციონალური კლასით. პირველ ფუნქციონალურ კლასსს მიაკუთვნებენ სტაბილურ სტენოკარდიას, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ ჭარბი ფიზიკური დატვირთვით. თუკი სტაბილური სტენოკარდიის შეტევები წარმოიქმნება ჩვეულებრივი დატვირთვის დროსაც, თუმცა არა ყოველთვის, ასეთ სტენოკარდიას მიაკუთვნებენ მეორე ფუნქციონალურ კლასს, ხოლო როდესაც შეტევები ვითარდება მცირე (საყოფაცხოვრებო) დატვირთვებისას – მიაკუთვნებენ მესამე ფუნქციონალურ კლასს. მეოთხე ფუნქციონალური კლასი ფიქსირდება ავადმყოფებში, რომლებთაც შეტევები უვითარდებათ მინიმალური დატვირთვების, ზოგჯერ კი მათ გარეშეც კი. სტენოკარდია განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თუკი: შეტევა განვითარდა პირველად, განსაკუთრებით – თუკი პირველად განვითარებული შეტევები ხშირდება და ძლიერდება დაავადების პირველივე კვირეებიდანვე; სტენოკარდიის მიმდინარეობა კარგავს თავის სტაბილურობას: შეტევების სიხშირე მატულობს, ისინი ვითარდება სხვა პირობებში (ნაკლები დატვირთვების, დაძაბულობის დროს), ვლინდება დაძაბულობის გარეშეც (მოსვენებით მდგომარეობაში, დილით ადრე), თითქოს გადადიან I – II ფუნქციონალური კლასიდან III – IV ფუნქციონალურ კლასში; ანუ სტენოკარდიის მიმდინარეობა იცვლება, იძენს არსებითად ახალ თვისებებს. ეკგ – ს ცვლილებები (ST სეგმენტის დაწევა, T კბილის ინვერსია, არითმიები), ასევე [[სისხლის შრატი]]ს [[ფერმენტები]]ს აქტივობის ზომიერი მომატება, როგორც წესი, არ ვლინდება, მაგრამ ამ ნიშნების არსებობა დამატებით ადასტურებს სტენოკარდიის არასტაბილურობას. პრედინფარქტული სტენოკარდია ყოველთვის არ მთავრდება [[გულის ინფარქტი]]თ (ინფარქტის განვითარების ალბათობა შეადგენს დაახლოებით 30% – ს); ეს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს კლინიკურ დიაგნოსტიკაში. იშვიათად გვხვდება ე. წ. ვარიანტული (ვაზოსპასტური) სტენოკარდია, რომელიც გამოირჩევა შეტევების სპონტანური ხასიათით, ეკგ – ზე რეგისტრირებული ST სეგმენტის მკვეთრი აწევით, ბეტაბლოკატორებისადმი რეფრაქტერობით (ანაპრილინისადმი და ობზიდანისადმი), მაგრამ კალციუმის იონების ანტაგონისტებისადმი მგრძნობელობით ([[ვერაპამილი]], [[ფენიგიდინი]], [[კორინფარი]]).
 
 
[[კატეგორია:მედიცინა]]
[[კატეგორია:კარდიოლოგია]]
[[კატეგორია:გულ–სისხლ–ძარღვთა დაავადებები]]
 
[[ar:ذبحة صدرية]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტენოკარდია“-დან