ანასტასიოს I (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
ანასტასიოსმა მოახერხა [[ისავრიელი|ისავრიელთა]] პოლიტიკურად გავლენიანი არისტოკრატიის დამორჩილება. გამოსცა კანონი მიწათმფლობელობის შესახებ, გააუქმა [[ქრისარგიონი]] (ვაჭარ-ხელოსანთა ფულადი გადასახადი). ნატურით გადასახადის ნაცვლად შემოიღო მიწაზე ფულადი გადასახადი - [[ქრისოტელია]]. მფარველობდა [[მონოფიზიტები|მონოფიზიტებს]]. ჩაახშო ფედერატების მიერ ვიტალიანეს წინამძღოლობით მოწყობილი რამდენიმე აჯანყება. ებრძოდა [[სპარსეთი|სპარსეთს]]. მეგობრული ურთიერთობა დაამყარა [[ფრანკთა იმპერია|ფრანკთა]] მეფე [[ხლოდვიგი|ხლოდვიგთან]].
 
[[კონსტანტინოპოლი]]ს გასამაგრებლად ააგო ახალი ქვის კედელი, რომელსაც [[ანასტასიოსის კედელი]] ეწოდა. წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მმართველობის ბოლოსათვის ხაზინა 23 000 000 [[სოლიდუსი]]თ (დაახლ. 230000 [[გირვანქა]] ოქრო, დღევანდელი საზომით 100 [[ტონა]]ზე მეტი) გაამდიდრა. გარდაიცვალა შვილების გარეშე. არც მემკვიდრედ დაუსხელებია ვინმე. რამაც ხელი შეუწყო [[იუსტინე I (ბიზანტია)|იუსტინე I]]-ის გაიმპერატორებას.
==ლიტერატურა==
* ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბ., 2006 წ.