ნინევიის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
ბრძოლას წინ უძღოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა — [[626]] წლის დასაწყისში ადრე სპარსელებმა ვერ შეძლეს [[კონსტანტინოპოლი]]ს ალყის გარღვევა და იძულებულები იყვნენ უკან დაეხიათ. ამით მათ საბოლოოდ დაკარგეს ომში ინიციატივა . ბრძოლამდე სამი თვით ადრე [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლემ]] [[თბილისი]] დატოვა და სამხრეთისაკენ დაიძრა. კეისრის ეს ნაბიჯი [[სასანიდები]]სთვის მეტად მოულოდნელი იყო და მათ, ფაქტიურად, დრო არ რჩებოდად ჩრდილოეთ ფრონტზე ლაშქრის თავმოსაყრელად.[[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლეს]] გზად წინააღმდეგობა არ ხვდებოდა. 627 წლის სექტემბერში იგი უკვე ნინევიის ნანგრევებთან დაბანაკდა, რის შემდეგაც მას არ გასჭირვებია [[ტიგროსი]]ს მარჯვენა შენაკადის - დიდი ზაბის ფორსირება. ამ პოზიციიდან ძალიან ხელსაყრელი იყო [[ხოსრო II ფარვიზი|ხოსრო II]]-ის საზაფხულო რეზიდენცია დასტაგირდში შეჭრა. ამით დედაქალაქ [[ქტესიფონი]]სკენ გზა უკვე ხსნილი იქნებოდა.
 
[[სურათი:Battle of nineveh-mohammad adil rais.PNG|thumb|left|ნინევიის ბრძოლის მანევრები]]
მართალია, სპარსელებმა ვერ შეძლეს [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლესათვის]] მდინარის ფორსირებაში ხელის შეშლა, სამაგიეროდ მათ ტიგროსისკენ გაიმაგრეს პოზიციები. [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლემ]] ეშმაკობას მიმართა და უკან დახევის მანევრი ჩაატარა, რითაც სპარსელები შეცდომაში შეიყვანა და გამაგრებული პოზიციებიდან გამოიტყუა. ბრძოლა [[12 დეკემბერი|12 დეკემბერს]], ნინევიის მიდამოებში, გაშლილ მიდნორზე შედგა. ზოგიერთი წყაროს მონაცემით, რაზადს გათვითცნობიერებული ქონდა შეტაკების უპერსპექტივობა, თუმცა [[ხოსრო II ფარვიზი|ხოსრო II]]-ის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა ვერ გაბედა. სპარსელთა არახელსაყრელ საწყის პოზიციას დაემატა ისიც, რომ მათმა სამიათასკაციანმა რეზერვმა დაიგვიანა.
[[სურათი:Battle of nineveh-mohammad adil rais.PNG|thumb|left|ნინევიის ბრძოლის მანევრები]]
 
 
აღმოსავლეთ რომაელებმა უკეთესად შეძლეს ვაკე რელიეფის გამოყენება და სპარსელები პირწმინდად დაამარცხეს. რაზადი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი. ისტორიკოს [[ტაბარი]]ს მონაცემებით, 12 000 სპარსელიდან, რომლებმაც ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა 6 000 მეომარი დაიღუპა.