თეოდოსიუს II (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება ბიზანტიის იმპერატორები (HotCat-ის გამოყ
No edit summary
ხაზი 30:

'''თეოდოსიუს II''' (''ფლავიუს თეოდორიუს იუნიორი'') ([[377]]- [[408]]) — [[აღმოსავლეთ რომის იმპერია|აღმოსავლეთ რომის]] [[იმპერატორი]] [[408]]-[[450]] წლებში. [[აღმოსავლეთ რომის იმპერია|აღმოსავლეთ რომის]] იმპერატორ [[არკადიუსი (ბიზანტია)|არკადიუსის]] ვაჟი. მამის სიკვდილის შემდეგ [[408]] წელს 7 წლის ასაკში გახდა [[აღმოსავლეთ რომის იმპერია|აღმოსავლეთ რომის]] იმპერატორი.

გადმოცემის თანახმად, მომაკვდავმა [[არკადიუსი (ბიზანტია)|არკადიუსმა]] მისი მფარველობა [[სპარსეთი]]ს მეფეს [[იეზდიგერდ I|იეზდიგერდს]] თხოვა. მანაც იმედები არ გაუცრვა არკადიუსს და ომით დაემუქრა ყველას ვინც თეოდოსის აუბუნტდებოდა.
სახელმწიფოს მართვა თავდაპირველად [[პრეფექტი (ბიზანტია)|პრეფექტ]] [[ანთიმიუსი (ბიზანტია)|ანთიმიუსს]] დაევალა, ხოლო შემდეგ თეოდოსის უფროს დას [[პულხერია (ბიზანტია)|პულხერიას]], რომელიც 16 წლისა იყო და სიბრძნით გამოირჩეოდა. მან სასახლიდან გააძევა მამაკაცები რათა ”ნაკლებად ყოფილიყო მზაკვრობა და ხრიკები”, ხოლო თვითონ კი ქალწულების აღთქმა დადო. პულხერია მარჯვედ უძღვებოდა სახელმწიფოს მართვას.
პულხერიამ ძმას მრავალმხრივი განათლება მისცა. ის იმდენად ლამაზად წერდა, რომ მას მეორენაირად ”კალიგრაფსაც” უწოდებენ. იგი დის წყალობით, ასევე, ღრმადმორწმუნე [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] იყო.

[[421]] წელს, პულხერიას თაოსნობით, იქორწინა მრავალმხრივ განათლებულ [[ევდოკია (ბიზანტია)|ევდოკიაზე]]. ევდოკიასა და პულქერიას შორის გარკვეული პერიოდის შემდეგ უთანხმოება ჩამოვარდა და პულხერია საკუთარი ნებით გაერიდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობას. ცოტა ხნის შემდეგ მეუღლისადმი თვითონ დედოფლის ერთგულებაში შეიტანეს ეჭვი. რის შემდეგაც ის საკუთარი ნებით გადასახლდა [[იერუსალიმი|იერუსალიმში]], სადაც აღესრულა კიდეც. ამის შემდეგ თეოდოსიმ დაითანხმა თავისი და სასახლეში დაბრუნებულიყო.
თეოდოსიუსი მმართველობის უდიდესი პერიოდი თუ არ ჩავთვლით მცირე დაპირისპირებას [[სპარსეთი|სპარსეთთან]], მშვიდობიანობა იყო. ხოლო [[447]] წელს იმპერიას თავს დაესხა [[ჰუნები]]ს ბელადი [[ატილა]]. ბრძოლაში [[ბიზანტია|ბიზანტიელები]] დამარცხდნენ და ზავის სანაცვლოდ თეოდოსიუსი დათანხმდა ხარკის გადახდას.
თეოდოსიუსი დროს [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]] შემოავლეს მძლავრი გალავანი, რომელიც ცნობილია ”[[თეოდოსიუსის კედლები]]ს” სახელით. [[425]] წელს გაიხსნა [[კონსტანტინოპოლი]]ს უნივერსიტეტი. [[438]] წელს გამოსცა თეოდოსიუსის კოდექსი, რომელიც მოიცავდა სისხლის, საეკლესიო და სამოქალაქო სამართალს (''Codex Thedosianus''). თეოდოსი ნადირობის დროს გადმოვარდა ცხენიდან, დაიზიანა ხერხემალი და მეორე დღეს გარდაიცვალა.