==ოსმალთა ბატონობა==
==რუსთა ბატონობა==
ბაგრატ III, გელათის ფრესკა
აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა.
"აფხაზთა სამეფო" იყო ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო (VIII საუკუნის 80-90-იანი — X საუკუნის 80-იანი წწ.). წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შედეგად.
VIII საუკუნის ბოლოს აფხაზთა მთავარი ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიის დამოკიდებულებისაგან და აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო. ამ აქტში მას მისი სიმამრი, ხაზართა ხაკანი (ლეონის დედა ხაზართა მეფის ასული იყო) დაეხმარა. სამეფოს ეწოდა "აფხაზეთის სამეფო" აფხაზთა სამთავროს წამყვანი როლის გამო ახალ სამეფოს ჩამოყალიბების საქმეში.
ზოგ წყაროში აფხაზთა სამეფოს მეფეები ეგრისის მეფეებად იწოდებიან. სამეფოს ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან, დაახლოებით, ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი ლიხის (სურამის) ქედამდე. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა, ქართველები (ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფო დედაქალაქი გახდა ქუთათისი - დასავლეთ საქართველოს ცენტრი. ქვეყანა დაწინაურდა ეკონომიურად - განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა. თავის დროისათვის მაღალ დონეს მიაღწია ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ქართული ხუროთმოძღვრების მრავალრიცხოვანი ძეგლები. წარმოქმნისთანავე აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ცდილობდა შემოეერთებინა შიდა ქართლი, კახეთი და ჰერეთი. ერთ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა ჯავახეთიც.
აფხაზთა სამეფო განსაკუთრებით დაწინაურდა გიორგი II-ის და მისი ძის, ლეონ III-ის დროს. ამ პერიოდში აფხაზთა სამეფო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ჰეგემონი იყო. ბიზანტიელ და არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზთა სამეფო, ისევე როგორც მთლიანად ფეოდალური საქართველო, გამარჯვებული გამოვიდა.
აფხაზთა სამეფოს კულტურული და საეკლესიო პოლიტიკა ნაკარნახევი იყო მთელი საქართველოს საერთო ინტერესებით. აფხაზთა სამეფოს მმართველმა წრეებმა, ჯერ კიდევ IX საუკუნეში, გაათავისეუფლეს თავისი ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათალიკოსს დაუქვემდებარეს . აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთა (აფხაზეთის საკათალიკოსო) იყო . X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II-მ ქართული ეკლესიის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში (ალანთა სამეფოში) გაავრცელა .
აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო 8 საერისთავოდ: "აფხაზეთის", ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთათისის და შორაპნის. აფხაზთა სამეფოს პერიოდში ფართოვდება ტერმინების "აფხაზეთის" და "აფხაზების" მნიშვნელობა (როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში). ამ ტერმინების ქვეშ იგულისხმება მთელი დასავლეთ საქართველოს და მისი მოსახლეობა. თუმცა ტერმინები "ეგრისი" და "ეგრისელები" ისევე რჩება ხმარებაში.
ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ქუთაისში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
აფხაზთა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბების დამთავრების პროცესში. მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ქართების, მეგრელებისა და სვანების კონსოლადაცია.
978 ადგილობრივმა "აფხაზურმა დინასტიამ" შეწყვიტა არსებობა და საზოგადოების პროგრესული ძალების ხელშეწყობით აფხაზთა სამეფოს ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფეების შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის უბრალო შეცვლა. ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლებები ჰქონდა მთელ ქართლზე, აფხაზეთის მეფეები კი ამ ტახტის უზურპატორებად ითვლებოდნენ [საჭიროებს წყაროს მითითებას]. XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს მეფე გახდა.
==1917–1921 წლები==
|