პორტალი:ძველი რომი/რჩეული სტატია/9: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(განსხვავება არ არის)

14:19, 3 იანვარი 2011-ის ვერსია

ციცერონის გამოსვლა სენატის წინაშე
ციცერონის გამოსვლა სენატის წინაშე

რომის სენატი (ლათინურად - Senatus) იყო რომის რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო. სიტყვა senex ლათინურად ნიშნავს უხუცესს. თავდაპირველად სენატი სწორედ უხუცესთა საბჭო იყო, ხოლო მოგვიანებით მან ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.

ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე არსებულ მმართველ ორგანოებს შორის რომის სენატმა ყველაზე დიდხანს იარსება, მისი შექმნის შესახებ ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, მაგრამ თქმულებების თანახმად იგი რომის დასაბამიდან არსებობდა. სენატმა თავისი ფუნქციები დაკარგა მხოლოდ III-IV საუკუნეების მიჯნაზე, პრინციპატის დომინანტით შეცვლის შემდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეცვლილმა სენატმა რომის იმპერიის აღსასრულამდე იარსება. ამრიგად საერთო ჯამში სენატმა იარსება დაახლოებით 1229 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში სენატის სახე და ფუნქციები არაერთხელ შეიცვალა. (…სრულად)