იუსტინე I (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
|დედა =
}}
'''იუსტინე I''' ([[ლათინური ენა|ლათ]]: Flavius Justinus; [[ბერძნული ენა|ბერძნ]]: Ἰουστίνος; დაახლ. [[450]] – [[1 აგვისტო]] [[527]]) — ბიზანტიის იმპერატორი [[518]]-[[527]] წლებში, [[იუსტინიანიდების დინასტია|იუსტინიანიდების დინასტიის]] დამაარსებელი. წარმოშობით [[ილირია|ილირიელი]] გლეხი იყო და ღორებს მწყემსავდა. შემდეგ თავის ძმებთან ერთად [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] ჩავიდა. გამორჩეული იყო ათლეტური აღნაგობით, რის გამოც ადვილად ჩაეწერა იმპერატორის სასახლის დაცვაში. შემდეგ თანდათანობით გაერკვა ჯარისა და სასახლის ინტრიგებში და მოახერხა საიმპერატორო ტახტის დაპატრონება. [[აღმოსავლეთ რომის იმპერია|აღმოსავლეთ რომის]] იმპერატორი [[ანასტასიოს I (ბიზანტია)| ანასტასიოს I]] ისე გარდაიცვალა რომ მემკვიდრე არ დაუსახელებია. ახალი იმპერატორის არჩევას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და სრულიად მოულოდნელად არჩეული იქნა იმპერატორის სასახლის დაცვის უფროსი იუსტინე. იუსტინე მკაცრად იცავდა მართლმადიდებლობას, სდევნიდა ერეტიკოსებს, მრავალი სირიელი ეპისკოპოსი — მონოფიზიტი დაითხოვა. ერთ-ერთ ანტიოქიელ მღვდელმთავარს ენის მოჭრასაც უპირებდა [[ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება|ქალკედონის კრების]] ძაგების გამო. ამასთან იუსტინე სრულიად გაუნათლებელი იყო, მან წერა-კითხვაც არ იცოდა. თუმცა შესანიშნავი განათლება მიაღებინა თავის ძმისშვილსა და მემკვიდრეს იუსტინიანეს, შემდგომში ბიზანტიის ყველაზე წარმატებულ იმპერატორს [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I-ს]].
==ლიტერატურა==
*''”ბიზანტიური ცივილიზაცია”, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006წ.''
612

რედაქტირება