იუსტინე I (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იუსტინე I''' ბიზანტიის იმპერატორი 518-527 წლებში, იუსტინეს დინასტ...
(განსხვავება არ არის)

11:31, 3 იანვარი 2011-ის ვერსია

იუსტინე I ბიზანტიის იმპერატორი 518-527 წლებში, იუსტინეს დინასტიის დამაარსებელი. წარმოშობით ილირიელი გლეხი იყო და ღორებს მწყემსავდა. შემდეგ თავის ძმებთან ერთად კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გამორჩეული იყო ათლეტური აღნაგობით, რის გამოც ადვილად ჩაეწერა იმპერატორის სასახლის დაცვაში. შემდეგ თანდათანობით გაერკვა ჯარისა და სასახლის ინტრიგებში და მოახერხა საიმპერატორო ტახტის დაპატრონება. იუსტინე მკაცრად იცავდა მართლმადიდებლობას, სდევნიდა ერეტიკოსებს, მრავალი სირიელი ეპისკოპოსი — მონოფიზიტი დაითხოვა. ერთ-ერთ ანტიოქიელ მღვდელმთავარს ენის მოჭრასაც უპირებდა ქალკედონის კრების ძაგების გამო. ამასთან იუსტინე სრულიად გაუნათლებელი იყო, მან წერა-კითხვაც არ იცოდა. თუმცა შესანიშნავი განათლება მიაღებინა თავის ძმისშვილსა და მემკვიდრეს იუსტინიანეს, შემდგომში ბიზანტიის ყველაზე წარმატებულ იმპერატორს იუსტინიანე I-ს.

ლიტერატურა

  • ”ბიზანტიური ცივილიზაცია”, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006წ.
წინამორბედი:
ანასტასიოს I
ბიზანტიის იმპერატორი
518 - 527
შემდეგი:
იუსტინიანე I