ვიკიპედია:გადამოწმებადობა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს.
 
მინიმალური მოთხოვნა ვიკიპედიაში ინფორმაციის დამატებაზე არის '''გადამოწმებადობა და არა ჭეშმარიებაჭეშმარიტება'''. ''გადამოწმებადი'' ამ კონტექსტში ნიშნავს, რომ ნებისმიერ მკითხველს უნდა შეეძლოს შემოწმება, რომ ვიკიპედიაში მითითებული მასალა უკვე გამოქვეყნებული იყო [[ვიკიპედია:სანდო წყაროები|სანდო წყაროების]] მიერ, რადგან ვიკიპედია არ აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს ან ორიგინალურ კვლევებს.
 
[[ვიკიპედია:გადამოწმებადობა]] ერთ-ერთია ვიკიპედიის შიგთავსის სახელმძღვანელოს სამი ძირითადი პრინციპიდან. დანარჩენი ორი პრინციპია [[ვიკიპედია:არაორიგინალური კვლევა]] და [[ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი]]. ერთობლივად, ეს პოლიტიკა განსაზღვრავს იმ მასალის ხასიათსა და ხარისხს, რომელიც მისაღებია ვიკიპედიის მთავარ [[ვიკიპედია:სახელთა სივრცე|სახელთა სივრცეში]]. მათი ინტერპრეტაცია ერთმანეთისგან გამიჯნულად არ უნდა მოხდეს და, შესაბამისად, რედაქტორები უნდა გაეცნონ სამივე მათგანს.