გლობალიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
1371862 ცვლილების გაუქმება Nato chaduneli-ის მიერ (განხილვა) |
||
ხაზი 1:
'''''გლობალიზაცია''''' თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო [[ეკონომიკა]]ში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ „[[თავისუფალი ვაჭრობა|თავისუფალი ვაჭრობის]]“ შედეგი. [[1910]] და [[1950]] წლებს შორის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდატეხებმა დროებით მკვეთრად შეამცირა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნლობა და მოცულობა. მაგრამ დაწყებული [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომიდან]], გაგრძელებული [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] პერიოდში, როცა [[ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტი]] ჩამოყალიბდა ([[საერთაშორისო სავალუტო ფონდი]] ([[სსფ]], [[:en:IMF]]) და GATT ([[:en:GATT]])), გლობალიზაციის კურსი პოლარულად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 70-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე, როგორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით.
მუნდიალიზაცია (მუნდიალ — მსოფლიო) არის მსოფლიო მოძრაობა, რომელიც გამორიცხავს ლიბერალიზაციას. მუნდიალიზაცია მოიცავს სპეციფიური ტერიტორიის (მაგ. ქალაქის, დაბის, ქვეყნის) — დეკლარაციას მსოფლიო ტერიტორიად, რომლის უფლება-მოვალეობანიც მსოფლიო მასშტაბის იქნება.
|