წრომის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
==ისტორია==
 
ჯერ კიდევ [[IV საუკუნე]]ში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, [[457]] წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ [[რაჟდენი]], რომელმაც [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] დროს [[ქრისტიანობა]] მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი [[გიორგი ჩუბინიშვილიჩუბინაშვილი|გ. ჩუბინიშვილიჩუბინაშვილი]] აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: [[XI საუკუნე|XI]] და [[XII საუკუნე]]ებს შორის და [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVII საუკუნე]]ებში. [[1731]] წლის 24 სექტემბერს [[ლეკები|ლეკთა]] შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. [[1940]] წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარის მნიშვნელოვანი ნაწილი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. მიუხედავად ამისა ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა.
 
[[1949]] წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. (ხელმძღვ. ლ. ხიმშიაშვლი). 1949 წელს დასავლეთის კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი კონსტრუქციები. [[1959]] წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი. [[1974]]-[[1975]] წწ. ტაძრის [[გუმბათი]]ს ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.
 
==არქიტექტურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წრომის_ტაძარი“-დან