კვერცხობი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''კვერცხობი''' – ნასოფლარი მდინარე ჭერათხევის მარცხენა ნაპ...)
 
'''კვერცხობი''' – ნასოფლარი [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს მარცხენა ნაპირზე, სოფელ [[ნაბახტევი]]ს ჩრდილოეთით. ნასოფლარი მოხსენიებულია რამდენიმე ისტორიულ წყაროში, როდესაც [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] შუა წლებში არაბთა დამსჯელი [[ბუღა თურქის შემოსევა|ლაშქარი]] [[ბუღა თურქი]]ს მეთაურობით ქართლში დათარეშობდა, მაშინ: {{ციტატა|„და თევდოსი, მეფე აფხაზთა გამოვიდა წინააღმდგომად მისა, და დადგა კვერცხობს, ხოლო ბუღა, ვითრცნა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳისი, და ბაგრატ ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყა სიმრავლე ურიცხჳ და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დასავლისასა“<ref>ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუჩიშვილის გამოცემა, თბ., 1955, გვ. 256</ref>}}
აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით [[ივანე ჯავახიშვილი]] ვარაუდობდა, რომ ეს დასახლებული ადგილი უნდა ყოფილიყოქართლშიყოფილიყო ქართლში, მაგრამ მან მისი ადგილმდებარეობის გარკვევა ვერ შეძლო.<ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ. 1965 წ. გვ. 39</ref>
 
კუერცხობი [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] ბოლოდან [[მარტიროზიშვილები]]ს სამფლობელო ყოფილა. [[1685]] წელს [[გიორგი XI]] [[შანშეან მარტიროზიშვილი|შანშეან მარტიროზიშვილს]], სამეფო კარის მდივანს და მის შვილებს უბრუნებს თავის კუთვნილ მიწებს {{ციტატა|„შეგიწყალეთ და მოგიბოძეთ ისევ თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი... კვერცხობითა“.<ref>ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ. 1965 წ., გვ, 228</ref>}}