კონრად ადენაუერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ml:കോൺറാഡ് അഡനോവെർ
+ლიტერატურა
ხაზი 35:
 
1917-33 წლებში იყო [[კელნი]]ს ობერბურგომისტრი, 1920-32 - [[პრუსია|პრუსიის]] სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, კათოლიკური [[გერმანიის ცენტრისტული პარტია|პარტია "ცენტრის"]] ერთ-ერთი ლიდერი. 1933 წელს თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა ნაცისტური მთავრობის მიერ. შემდგომი პერიოდი გაატარა კათოლიკურ მონასტერში. [[მეორე მსოფლიო ომი|II მსოფლიო ომის]] დასრულების შემდეგ დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. [[გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი|ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის]] პარტიის დამაარსებელი და მისი თავმჯდომარე 1950-66 წლებში. აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ გერმანიის სახელმწიფოს (გფრ) ჩამოყალიბებასა და მისი კონსტიტუციის შემუშავებაში. ადენაუერი მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანიისა და უცხოეთის მონოპოლიებთან. 1949-63 იყო [[ბუნდესკანცლერი]], ერთდროულად 1951-55 საგარეო საქმეთა მინისტრი. [[1955]] ეწვია [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრ კავშირს]]. ამ ვიზიტს მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება სსრკ-სა და გფრ-ს შორის. ადენაუერის მთავრობამ ხელი მოაწერა [[პარიზის შეთანხმებები 1954|პარიზის შეთანხმებას]] ([[1954]]). ამ მთავრობის პოლიტიკამ ხელი შეუწყო გფრ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღორძინებას. ადენაუერის ინიციატივით აიკრძალა [[გერმანიის კომუნისტური პარტია|გერმანიის კომუნისტური პარტიის]] ([[1956]]) საქმიანობა. ადენაუერის მთავრობა ესწრაფოდა II მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში დადგენილი საზღვრების გადასინჯვას, ერთიანი გერმანიის სახელმწიფოს აღდგენას [[1937]] საზღვრებში. აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან ერთად მომხრე იყო "ძალის პოლიტიკის" გატარებისა სსრკ-სა და სოციალისტური ბლოკის სხვა სახელმწიფოების მიმართ. მისი თაოსნობით [[1958]] [[ბუნდესტაგი|ბუნდესტაგმა]] მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გფრ-ის მთავრობას ანიჭებს უფლებას აღჭურვოს [[ბუნდესვერი]] ატომური და რაკეტული იარაღით.
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 1, გვ. 88, თბ., 1975
 
{{commons|Konrad Adenauer|კონრად ადენაუერი}}