რუანდის გენოციდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sco:Rwandan Genocide
r2.5.2) (ბოტის შეცვლა: rw:Itsembabwoko ry’u Rwanda ry’1994; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:MURAN.gif|thumb|გენოციდის მსხვერპლები, გადაღებული ქ. მურამბის სკოლაში]]
'''რუანდის გენოციდი''' - მასობრივი ხოცვა-ჟლეტა [[რუანდა]]ში (რესპუბლიკა ცენტრალურ [[აფრიკა]]ში, [[გერმანია|გერმანიის]] ყოფილი [[კოლონია]]), რომლის დროსაც 100 დღის განმავლობაში, [[1994]] წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული [[ჰუტუ]]ს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ. გენოციდის მსხვერპლი ძირითადად [[ტუტსი]]ს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.
 
ხაზი 6:
მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იყო ცნობილი რომ ხოცვა-ჟლეტა დაგეგმილი იყო, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია.
 
[[1993]] წლის ოქტომბერში გაერომ დაარსა ორგანიზაცია [[უნიმარი (UNIMAR)|UNIMAR]]-ი (გაერთიანებული ერების რუანდის დახმარების მისია) რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო ხელშეკრულება რომელიც 1993 წლის [[4 აგვისტო|4 აგვისტოს]] რუანდის პარტიებს შორის დაიდო, [[ტანზანია|ტანზანიის]] ქალაქ [[არუშა|არუშაში]]. ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა [[1996]] წელს. გაეროს არ მიუცია უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ. გაეორს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ-ლეიტენანტი რომეო [[დალერი, რომეო|რომეო დალერი]].
 
გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაეროში წარადგინეს ანგარიშები [[ჰუტუს ტომი|ჰუტუს]] დაჯგუფების შეიარეღებისა და გეგმების შესახებ, გაერომ ყურადღება არ მიაქცა ამ ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. მიუხედავად დალერის მრავალგზის გაფრთხილებისა გეარომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.
 
გენოციდი დასრულდა როცა [[ტუტსის ტომი|ტუტსის ტომის]] დაჯგუფებამ, [[რუანდის პატრიოტული ფრონტი|რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა]], რომლის სათავეშიც [[კაგამე, პოლ|პოლ კაგამე]] იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ [[ზაირი|ზაირში]] (ამჟამად [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი კონგოში, ბურნდის სამოქალაქო ომი.
 
== საფუძველი ==
 
რუანდის გენოციდის საფუძველი იყო ტუტსისა და ჰუტუს ტომებს შორის ურთიერთობა.
 
=== გეოგრაფია ===
[[სურათიფაილი:Rw-mapgeo1.jpg|thumb|200px|რუანდა]]
არსებობს მოსაზრებები რომ რუანდის გენოციდის ერთ ერთი საფუძველი იყო ეკონომიკური სიტუაცია. [[დიდი ტბების რეგიონი]], არის ძალიან მდიდარი ნაყოფიერი მიწებით, ამიტომ ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია მთელს [[აფრიკა|აფრიკაში]]. ძალიან დიდი კონკურენციაა მიწებსა და რესურსებზე.
 
ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მიზეზი რუანდის გენოციდისა გახდა სწორედ ეს მიწები და აქ მცხოვრები ადამიანების სიმდიდრე.
 
XV საკუნეში ტუტსის რამდენიმე კლანმა დაარსა რუანდის სამეფო. მეფეები რომელთაც [[მუამი|მუამებს]] უწოდებდნენ ტუტსის ტომის წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო მოსახლების 82-85% ჰუტუები და მათი უმრავლესობა ღარიბი მოსახლეები იყვნენ.
 
ტუტსი მუამები მიწებს ანაწილებდნენ ძირითადად ტუტსის ტომის წარმომადგენლებზე.
 
=== გერმანიის კოლონიალური პოლიტიკა ===
 
[[1885 წლის ბერლინის კონფერენცია|1885 წლის ბერლინის კონფერენციაზე]], რუანდა და ბურუნდი გადაეცათ გერმანელებს როგორც ერთიანი კოლონია. რადგანაც გერმანელებს დიდი ინტერესი არ ქონდათ რუანდის მიმართ, გადაწყვიტეს რომ ამ ქვეყნისთვის მიეცათ ავტონომია და მმართველად ვინმე ადგილობრივი დაენიშნათ. რადგანაც პოლიტიკური უპირატესობა ტუტსის ტომს ქონდა, გერმანელებმა მმართველად დანიშნეს ტუტსის ტომის წარმომადგენელი. შემდეგში გატარებულმა პოლიტიკამ უფრო გაამწვავა ურთიერთობა ამ ორ ტომს შორის.
 
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] შემდეგ რუანდა გახდა [[ბელგია|ბელგიის]] კოლონია, ბელგიის კოლოლონიალური პოლიტიკა არაფრით განსხვავდებოდა გერმალელების პოლიტიკისგან, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. [[1959]] წელს ბელგიამ რუანდას დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების საშუალება მისცა, არჩევნებში ჰუტუს ნაციონალისტთა პარტიამ ”პარმიჰუტუმ” (Parti du Mouvement de l'Emancipation Hutu) გაიმარჯვა. ამ დროს 20, 000 ტუტსი იქნა მოკლული, ხოლო 200,000-მდე ტუტსი მეზობელ ქვეყანაში გადავიდა.
 
== გენოციდის წინა პერიოდი ==
 
სიტუაციის უფრო და უფრო დაიძაბა [[1990]] წლიდან, როდესაც [[უგანდა|უგანდაში]] გაქცეულმა ტუტსებმა ხმა აიმაღლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მოითხოვეს.
 
[[სურათიფაილი:Rwandan Genocide Murambi skulls.jpg|thumb]]
[[1985]] წელს შეიქმნა რუანდის პატრიოტთა ფრონტი, პოლ კაგამეს მეთაურობით. 1990 წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] ამ ორგანიზაციის ძალები შეიჭრნენ რუანდაში, ისინი ხელისუფლებისაგან ითხოვდნენ უფლებების აღდგენას და დაახლოებით 500, 000 ტუტსისთვის სამშობლოში დაბრუნების საშუალებას.
 
რუანდის მთავრობამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალებისა და ტუტსის ფეოდალური, მჩაგვრელი რეჟიმის აღდგენის მცდელობა. [[ჟიუვენალ ჰაბიარიმანა|პრეზიდენტი ჰაბიარიმანა]] შეუდგა ტუტსებისა და იმ ჰუტუების დაპატიმრებას რომლებიც აჯანყებულებს ემხრობოდნენ.
 
=== არუშას ხელშეკრულება ===
 
1993 წლის 4 აგვისტოს, არუშაში (ტანზანია), რუანდის პატრიოტული ფრონტის და რუანდის მაშინდელ ხელისუფლებას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც შეიცავდა ხუთ თავს, ამ ხელშეკრულების საფუძველზე რუანდის სამოქალაქო ომი წყდებოდა.
 
=== მზადება გენოციდისთვის ===
 
შემდგომ პერიოდში როდესაც ხდებოდა პოლიტკურ ძალათა გადანაწილება სიტუაცია ახლიდან დაიძაბა. რადიოში, სატალევიზიო არხებზე, გაზეთებში, რომელსაც ჰუტუები აკონტროლებდნენ დაიწყო შიშისა და სიძულვილის პროპაგანდა. მთავრობამ დაიწყო დაჯგუფებების შემქნა, მათი წვრთნის დაფინანსება და იარაღის შეძენა. თანამდებობის პირები საიდუმლოდ ხვდებოდნენ ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს და ავალებდნენ შეექმნათ რაზმები, რომლებსაც ”ინტერაჰამუე” (ისინი ვინც ერთად დგანან (ან იბრძვიან)) და ”იმპუზამუგამბი” (ისინი ვისაც ერთი მიზანი აქვთ) ეწოდა.
 
== გენოციდი ==
 
1994 წლის 6 აპრილიდან რუანდის სამხედრო ნაწილებმა და სამოქალაქო პირებისგან შექმნილმა მილიციის რაზმებმა ქალაქის ქუჩებში ტუტსების ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ასევე ხოცავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებსაც. ყველა ქვეყანამ მოახდინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია და დახურა დიპლომატიური მისიები. დედაქალაქში და მთელი ქვეყნის მაშტაბით გადაიკეტა გზები რათა არც ერთი ტუტსი არ გაქცეულიყო.
 
მთელი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარე ხოცვა ჟლეტაში, 6 აპრილიდან, ივლისის შუა რიცხვებამდე დაახლოებით 800, 000-დან 1,071,000-მდე ტუტუსი იქნა მოკლული.
ხაზი 59:
მკვლელობის ძირითადი იარაღი იყო ე.წ. [[მაჩეტე]], მსხვრეპლთა უმრავლესობა სწორედ ამ ცივი იარაღის გამოყენებით დაჩეხეს.
 
=== უნიმარი (UNIMAR) ===
 
უნიმარის მიისიის ხელმძღვანელმა რომეო დალერმა, რომლისვისაც ჯერ კიდევ 1994 წლის იანვარში იყო ცნობილი რომ გენოციდი იგეგმებოდა, გაეროს გაუგზავნა ცნობები ამის შესახებ და მომდევნო თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა დამხმარე ძალის გაგზავნას რუანდაში. დალერს დაევალა მხოლოდ გაეროს წარმომადგენლებისა და უცხოეთის მოქალაქეების დაცვა.
ხაზი 71:
[[კატეგორია:გენოციდი]]
 
{{Link FA|fi}}
{{Link FA|de}}
{{Link FA|fi}}
 
[[ar:الإبادة الجماعية في رواندا]]
ხაზი 109:
[[ro:Genocidul din Rwanda]]
[[ru:Геноцид в Руанде]]
[[rw:Itsembabwoko ry'ury’u Rwanda ry'1994ry’1994]]
[[sco:Rwandan Genocide]]
[[se:Rwanda álbmotgoddin]]