დავით ზირაქაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''დავით ზირაქაშვილი''' (დ. [[20 სექტემბერი]], [[1983]]) - ქართველი მორაგბე. [[საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები]]სა და [[საფრანგეთი]]ს "ტოპ 14–ის" გუნდის, [[კლერმონი (რაგბი)|კლერმონი]]ს წევრი. მიღებული აქვს მონაწილეობა [[2003]] და [[2007]] წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. [[2010]] წელს, გახდა საფრანგეთის ჩემპიონი . 2010 წელსვე დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.
[[File:Davit Zirakashvili.jpg|thumb|upright|left|დავით ზირაქიშვილი]]
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.ercrugby.com/eng/36_4571.php?player=9570 ERC Rugby profile]
* [http://statistics.scrum.com/rugby_stats_05.asp?ID=ZE1 scrum.com statistics]
* [http://www.lequipe.fr/Rugby/RugbyFicheJoueur6000000000005004.html lequipe.fr profile]
 
==კარიერის დასაწყისი==
„ასეთი ბურთი არასდროს მენახა. ვეცადე დამეტრიალებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა; ვერც თამაშის წესებს გავუგე თავი და ბოლო. ვარჯიშს ვუყურე - არ მომეწონა. ნაწვიმარი იყო. ბიჭები საშინელ ტალახში დარბოდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ“ - ასე იხსენებს რაგბის ნახვით გამოწვეულ პირველ შთაბეჭდილებას საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ჩემპიონ „კლერმონის“ შერკინების ბურჯი, დავით ზირაქაშვილი, რომელიც იმხნად მეგობრის თხოვნით მშობლიურ ქალაქ რუსთავში მორაგბეთა ვარჯიშს დაესწრო.
16 წლის ზირაქაშვილს მაშინ ახლადდანებებული ქონდა თავი ჭიდაობისთვის. ის თავისუფალ სტილში გამოდიოდა; რეალურ ასაკზე დიდად გამოიყურებოდა ( 85 კილოგრამს იწონიდა), რითაც მწვრთნელები სარგებლობდნენ და ხშირად უფროსებთან აპირისპირებდნენ: „ უბრალო ოჯახში გავიზარდე. გვიჭირდა. ჩემი მეტოქეების მშობლები კი ფულს იხდიდნენ და ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ბიჭები ტურნირებში თექვსმეტწლიანების წინააღმდეგ გამოყავდათ. სპორტში, როგორც მოგეხსენებათ, ყოველ წელს მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ვერცერთი ტურნირის მოგება ვერ მოვახერხე. არადა ბავშვობიდან სპორტზე ვიყავი მომართული. ბოლოს გული გამიტყდა და ჭიდაობას შევეშვი.“ - იხსენებს ზირაქაშვილი.
Line 18 ⟶ 14:
დაპირების მიუხედავად, ზირაქაშვილი მორაგბეთა ვარჯიშზე არ მისულა. მაგრამ როცა რუსთავის გუნდის მოთამაშეებმა, ბესიკ სამსონაძემ და რუბენ თევზაძემ ვარჯიშზე მისვლის თხოვნით სკოლაში მიაკითხეს, ზირაქამ უარი ვეღარ თქვა და სპორტის მისთვის ახალ სახეობაში ჩაერთო.
ამის შემდგომ, ისევე, როგორც ჭიდაობისას,ზირაქაშვილს ვარჯიში არ გაუცდენია: ყოველდღე დადიოდა რუსთავის 83-ე სკოლის მოედანზე და ბურთით ხელში გაქცევა-გამოქცევას სწავლობდა. სამი თვე რუსთავის გუნდში ითამაშა, რომელმაც ჭაბუკთა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა: -„მაშინ ქუთაისს მოვუგეთ. ეს კი სასწაული იყო“ - იხსენებს ზირაქაშვილი.
პირველი მწვრთნელი, დავით კაკაბაძე „ზირაქას“ ასე ახასიათებს: „ძალიან ჯანიანი და მიზანსწრაფული იყო. ზედიზედ ლამის სამი შებოჭვის გაკეთება შეეძლო. ნახა, რომ რაგბი კარგად გამოსდიოდა და თავს არ ზოგავდა. საკმაოდ ადრე დაკაცდა. გარდა ამისა, მეტად სწრაფად ვითარდებოდა, როგორც მორაგბე. ურთიერთობაში ყოველთვის გულიანი და ყურადღებიანი იყო, მაგრამ საქმე არასდროს დავიწყნია. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა ქონდა.“
მოგვიანებით ზირაქამ „სკა“-ში გადაინაცვლა. შემდეგ - რუსთავის ახალ გუნდ „გორდაში“, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობდა.
Line 33 ⟶ 23:
ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა რუსთავის კლუბ „აზოტში“ დაიწყო თამაში თავის თანაქალაქელ ირაკლი ნატრიაშვილთან ერთად, რომელიც დღეს,“ ზირაქას“ მსგავსად, ბორჯარლოსანთა შემადგენლობაშია. იმავე წელს, „ზირაქამ“ , პაატა ნარიმანიძის თხოვნით, თბილისურ გუნდ „აკადემიაში“[[აკადემია (რაგბი)|აკადემიაში]] გადაინაცვლა. კლუბს იმხნად კომპანია „იმედი ელ“-ი ასპონსორებდა. 18 წლის ასაკში დაოჯახებული ზირაქაშვილისთვის „აკადემია“ საკმაოდ კარგი შემოთავაზება იყო: აქ სპორტსმენს ასი დოლარის ოდენობის ჯამაგირს უხდიდნენ - „ეს ჩემი პირველი ხელფასი იყო „ - ამბობს ზირაქაშვილი - „ ამას გარდა, სპონსორი თბილისში ყოველდღიური სიარულისას გაწეულ სატრანსპორტო ხარჯებს მინაზღაურებდა. ასე, რომ თანხა სუფთად მრჩებოდა და შვილისთვის პირველადი აუცილებლობის საგნების ყიდვა შემეძლო . მოგვიანებით, ანაზღაურება ორმოცდაათი დოლარითაც გამიზარდეს“.
 
==ფრანგული პერიოდი==
Line 73 ⟶ 63:
ზირაქაშვილმა უკვე დაიწყო მორიგი სეზონისთვის მზადება: სპორტსმენი დღეში 6 საათი ვარჯიშობს და საკმაოდ გადატვირთული რეჟიმი აქვს. ხუთკვირიანი დასვენების პერიოდში კი აუცილებლად ჩამოდის რუსთავში მშობლებისა და ახლობლების სანახავად.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.ercrugby.com/eng/36_4571.php?player=9570 ERC Rugby profile]
* [http://statistics.scrum.com/rugby_stats_05.asp?ID=ZE1 scrum.com statistics]
* [http://www.lequipe.fr/Rugby/RugbyFicheJoueur6000000000005004.html lequipe.fr profile]