აიეტი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
სხვა მითის მიხედვით, ფრიქსე კოლხეთში ოქროს ვერძით კი არ მივიდა, არამედ გემით. გემზე მას ჰქონდა საბერძნეთიდან წამოღებული ოქროს ქანდაკება და ის უძღვნა აიეტის ქალიშვილის — ქალკიოპეს მითხოვების სამაგიეროდ. ამის შემდეგ აიეტს სამისნომ უწინასწარმეტყველა, რომ აღესრულებოდა მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში უცხოელები მივიდოდნენ და ფრიქსეს მირთმეულ საჩუქარს უკან წაიღებდნენ. ამ მიზეზითა და თავისი სისასტიკის წყალობითაცო, გადმოგვცემენ ძველი ისტორიკოსები — აიეტმა გასცა განკარგულება: — ყველა უცხოელი, ვინც კი კოლხეთში რაიმე მიზეზით გამოჩნდებოდა, განუკითხავად შეეწირად მსხვერპლად. ამას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი სისასტიკის ამბავი შორს წასულიყო და ვერავის გაებედა კოლხეთში მისვლა ოქროს საწმისის წამოსაღებადო, გადმოგვცემენ ძველი კომენტატორები.
 
ყოველივე ამის მიუხედავად, გარკვეული დროის შემდეგ [[აია (მითოლოგია)|აიას]] მიადგნენ [[არგონავტები]]. [[მედეა (მითოლოგია)|მედეას]] მეშვეობით ისინი გადაურჩნენ მსხვერპლად შეწირვას, აიეტის სასახლეში მივიდნენ და [[ოქროს საწმისი]] მოითხოვეს. აიეტმა [[იასონი|იასონს]] რამდენიმე ძნელი, თითქმის შეუსრულებელი დავალება მისცა, მაგრამ მედეას დახმარებით, რომელსაც შეუყვარდა ელინი ვაჟკაცი, მან ყველა დავალება შეასრულა და კვლავ აიეტს წარუდგა. გაოცებულმა, დაეჭვებულმა და განრისხებულმა აიეტმა გმირები ვახშამზე მიიწვია და მათი ამოხოცვა (ზოგი ვარიანტით [[არგო]]ს დაწვა) განიზრახა. იმ ღამეს აიეტი აფროდიტემ ცოლის სარეცელზე ჩააძინა, ამასობაში მედეამ იასონს ყველაფერი უამბო, მერე მასთან ერთად არესის ჭალაში წავიდა, საწმისის მცველი [[დრაკონი]] რაღაც წამლისა და ლოცვის მეშვეობით დააძინა (ზოგი ვარიანტით რაღაც ხერხების საშუალებით მოაკვლევინა იასონს), არგონავტებმა საწმისი მოიტაცეს და მედეაც თან გაიყოლიეს. სხვა მითები გადმოგვცემენ, რომ აიეტმა მათ მიუსწრო ზღვის სანაპიროზე, შეებრძოლა, პირადად მან მოკლა [[იფიტე]], მისი ამალიდანაც ბევრი დაიხოცა. ცხარე ბრძოლაში, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, აიეტი დაიღუპა [[მელეაგროსი]]ს ხელით. აიეტი ითვლება ჰელიოსის (მზის) ვაჟად. აიეტმა კოლხეტი იმ დროის უძლიერესსახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ–ერთი ძველეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240წწ-ში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო–პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღჱმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა–წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური–მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240წწ-ში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ დამარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში.
 
== ვერსიები ==