სიფილისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''სიფილისს''' (Siphylis) ქართულად ათაშანგი ეწოდება. ევროპაში იგი 1493 წლამდე ცნობილი არ გახლდათ. ფაქტია, რომ კოლუმბის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი აქტიურად მონაწილეობდა ფრანგი მეფის, კარლ VII-ის შეჭრაში იტალიაში 1994 წელს და სწორედ ამ დროს, ამ ქვეყანაში დაიწყო აღნიშნული დაავადების ეპიდემია. სიფილისის გამომწვევია გრძელი, სპირალურად დახვეული [[ბაქტერია.]] – Treponema pallidum.
 
=== ეპიდემიოლოგია ===
 
სიფილისი ტიპიური #გადამისამართება [[ანთროპონოზური]] დაავადებაა. ავადდებიან მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ბაქტერიის რეზერვუარს წარმოადგენენ. აღნიშნული ბაქტერია ორგანიზმში ჩვეულებრივ შეიჭრება ხოლმე სქესობრივი აქტის დროს. შესაძლებელია აგრეთვე შემთხვევითი დასენიანებაც არაპირდაპირი გზით, მაგალითად კოცნისას.
 
=== დაავადების განვითარება ===
 
სიფილისი გადის განვითარების 3 სტადიას. პირველადი სიფილისის დროს, დასენიანებიდან 10–30 დღის შემდე, გარეგან სასქესო ორგანოებზე წარმოიქმნება ზედაპირული, მცირე ზომის წყლული. დაავადების მეორე სტადიაზე ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე გამონაყარი. ამ პერიოდში ავადმყოფი ძალზე სენგადამდებია. მესამეული სიფილისის დროს სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში ვითარდება #გადამისამართება [[გუმი]]. აღნიშნულ სტადიაზე განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, რასაც საბოლოო ჯამში ავადმყოფი მიჰყავს დამბლამდე და ფსიქიკის მოშლამდე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიფილისი“-დან