იოსებ ასლანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
1914 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მუშაობდა სამრეწველო ტრავმატიზმის, ქირურგიის, ტუბერკულოზის, ფიზკულტურისა და მთასვლელობის საექიმო კონტროლის დარგში. სწავლობდა მთაში (ზემო სვანეთი, მთარაჭა, აჭარა) ენდემური ჩიყვის გავრცელებას და მის ბუნებას. დააარსა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია თბილისში (1932) და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. 1923 წელს მონაწილეობდა ალ. დიდებილიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ პირველ ქართულ გეოფიზიკურ ექსპედიციაში მყინვარმწვერზე, რომელმაც გ. ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმის განვითარებას. ასლანიშვილი საქართველოს ა. ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია (1936), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გამგეობის წევრი, იყო ჟურნალების "შევარდენი" (1920, 1922), "თეატრი და მუსიკა" (1919), "ხელოვნება" (1919-1921), "თანამედროვე მედიცინა" (1924-1933) და სხვების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენდოკრინოლოგიის, მთამსვლელობის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებზე.
==ლიტერატურა==
* ვადაჭკორია გ., ჯავრიშვილი კ., ქსე, ტ. 1, გვ. 636-637, თბ., 1975
{{DEFAULTSORT:ასლანიშვილი, იოსებ}}