მიხეილ თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: დასუფთავების სამსახური, replaced: {{ბიოგრაფია}} → {{ესკიზი-ბიოგრაფია}} using Project:AWB
No edit summary
ხაზი 1:
'''მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი''' (დ. [[6 თებერვალი]], [[1921]], [[თბილისი]] ― გ. ...[[1995]]), [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).
==ბიოგრაფია==
[[1949]] წელს დაამთავრა [[თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი]]ს სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-1971 წლებში მუშაობდა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] რეჟისორად. 1965-1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971-1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველისთეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია : ი ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1976). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., 1977) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.