იულიუსისეული პერიოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: uk:Юліанський день
r2.5.2) (ბოტის შეცვლა: hu:Julián dátum; cosmetic changes
ხაზი 1:
'''იულიუსისეული პერიოდი''' — 7980 წელი ხანგრძლივობის დროის შუალედი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ასტრონომიული და ქრონოლოგიური გამოთვლებისათვის.
 
იულიუსისეული პერიოდი უმცირესი ჯერადია 3 ციკლისა (7980=28·19·15): მზის 28-წლიანი ციკლისა, რომლის განმავლობაში კვირის დღეების სახელწოდებები უბრუნდება თვის ერთსა და იმავე რიცხვებს; მთვარის 19-წლიანი მეტონის ციკლისა, რომლის მთვარის ფაზები ემთხვევა თვეების ერთსა და იმავე რიცხვებს, და ე. წ. რომის ინდიქტიონის 15-წლიანი პერიოდისა, რომლის გავლის შემდეგ [[რომის იმპერია]]ში ახდევინებდნენ განსაკუთრებულ გამოსაღებს.
 
1583-იდან ფრანგი მეცნიერის [[ჟოზეფ სკალიგერი]]ს ინიციატივით შემოღებულია დროის აღრიცხვა ე. წ. [[იულიუსის დღეები]]თ. ამგვარი აღრიცხვის საწყისია [[ძვ. წ. 4713]] წლის 1 იანვარი შუადღე გრინვიჩის (მსოფლიო) დროით (ეს წელი პირველი წელი იყო ყველა ციკლისათვის). ასტრონომიაში ზოგიერთი დაკვირვების თარიღს გამოსახავენ იულიუსის დღეები. მაგ., 1976 წლის 2 აგვისტო დღის 3 საათს შეესაბამება 2442993,125 იულიუსის დღე. იულიუსისეული პერიოდის შესაბამისი დღეები მოცემულია ასტრონომიულ წელიწდეულებში და კალენდრებში.
 
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 5, გვ. 276, თბ., 1980
 
ხაზი 20:
[[fr:Jour julien]]
[[hr:Julijanski dan]]
[[hu:Julián- dátum]]
[[it:Giorno giuliano]]
[[ja:ユリウス通日]]