ჩადის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ისტორია==
ტბამ[[ტბა]]მ სახელი მიიღო ჩადის სახელმწიფოსგან. ადგილობრივ ენაზე, სიტყვა ''ჩადი'' ნიშნავს ''"წყლის დიდ სივრცეს"'', იგივე ''"ტბას"''.
 
დამტკიცებულია, რომ ჩადის ტბა უდიდესი, შიდა ზღვა-ტბის ნარჩენია, რომელიც მის ადგილას 13.000 წლის წინ მდებარეობდა. დაახლოებით ძვ.წ 4000 წლისთვის, მისი ფართობი 400,000 კმ²-ს შეადგენდა.
 
როდესაც ის [[1823]] წელს ევროპელებმა მოინახულეს, ჯერ კიდევ მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტბად. წყლის საგრძნობი შემცირება დაიწყო 1960-იანი წლებიდან და მისი ფართობი 26,000 კმ² დარჩა, მაგრამ მაინც რჩებოდა მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ტბად. მაგრამ ირგვლივ არსებული მოსახლეობის მიერ ტბის წყლის ძალზე უდიერად მოხმარებამ, ბოლო 40 წლის მანძილზე საშინელი შედეგები გამოიღო.
 
[[1983]] წლისთვის, ტბის ფართობი მერყეობდა 10,000 კმ²-25,000 კმ²-ს შორის, წყლის მოცულობა შეადგენდა 72 კმ კუბს.
 
[[2000]] წლისთვის, ტბის ფართობმა მხოლოდ 1,500 კმ² შეადგინა. ამჟამად მისი სიღრმე 1.5 მეტრია და აქ ნავიგაცია შეუძლებელია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, XXI საუკუნეში ჩადის ტბა საერთოდ დაშრება.
 
==პერსპექტივები==
ტბაში წყლის კლება მისი მარილიანობის ზრდას იწვევს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მის ფლორას[[ფლორა]]ს და ფაუნას[[ფაუნა]]ს. საგრძნობლად მცირდება თევზის რეწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იკლებს ამ ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები. ვინაიდან ტბის წყალს მოსახლეობა სასმელად იყენებს, საგრძნობლად დიდია ისეთი ეპიდემიების რისკები, როგორებიცაა [[დიარეა]], [[ქოლერა]], ტიპი[[ტიფი]], ცხელება.
 
თუმცა ტბის გადარჩენის პერსპექტივები ნამდვილად არსებობს, ტუკითუკი მისი აუზის ქვეყნები სათანადო პოლიტიკას გაატარებენ.