პოზნანის დიდი სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
== ისტორია და განვითარება ==
 
თავდაპირველი პირობებით პოზნანის დიდ სამთავროს დაპირებული ჰქონდა ფართო შიდა ავტონომია [[პრუსია|პრუსიის]] შემადგენლობაში, რომელიც პრუსიამ უზრუნველყო მხოლოდ მცირე დროით. უკვე [[1820]] წელს სამთავროს ავტონომიურმა ორგანოებმა დაკარგეს რეალური ძალაუფლება და გადაიქცნენ პრუსიის ადმინისტრაციის მხოლოდ საკონსულტაციო დანამატად, სადაც თანამდებობებზე თითქმის ყოველთვის მხოლოდ გერმანელებს ნიშნავდნენ. [[პოლონეთის სამეფო]]სთანსამეფოსთან შედარებით, რომელიც [[რუსეთის იმპერია]]სთან იყო მიერთებული, სადაც პოლონეთის რუსიფიკაცია [[პოლონეთის აჯანყება (1830)|პოლონეთის აჯანყებამდე]] მიმდინარეობდა შედარებით ნელა, პოლონური ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო ორგანიზაციები პრუსიაში დათხოვილ იქნა და საკმაოდ მალე გააუქმეს. [[პოლონური ენა]] ჯერ კიდევ 1825 წელს მთლიანად იყო ამოღებული ოფიციალური სფეროდან. [[1831]] წლის შემდეგ პრუსიამ განავრცო და გააძლიერა [[გერმანიზაცია|გერმანიზაციის]] პოლიტიკა სამთავროს პოლონურ მოსახლეობას შორის.
 
გერმანიის 1848-1849 წლის რევოლუციის ჩახშობის დროს სამთავრო გადაქცეული იყო [[პოზენის პროვინცია]]დ, თუმცა პრუსიის ხელწიფენი რომლებიც [[1871]] წლიდან [[გერმანიის იმპერატორები]], მაინც ატარებდნენ [[დიდი ჰერცოგი|პოზნანის დიდი ჰერცოგის]] ტიტულს.