პოზნანის დიდი სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''პოზნანის დიდი სამთავრო''' (ასევე '''პოზნანის დიდი საჰერცოგო''', როგორც ვარიანტი [[პოზნანი]]ს; {{lang-de|Großherzogtum Posen}}; {{lang-pl|Wielkie Księstwo Poznańskie}}) — საჰერცოგო, პოლონურ წყაროებში [[სამთავრო]], შეიქმნა [[ვენის კონგრესი]]ს (1814-1815) გადაწყვეტილებით [[ვარშავის საჰერცოგო]]ს დასავლეთ ტერიტორიების საფუძველზე, ადრე ცნობილი იყო როგორც [[დიდი პოლონეთი]] (Великапольша). პოლიტიკურ-ადმინისტრაციულად გახდა ავტონომია [[პრუსია|პრუსიის]] შემადგენლობაში, შემდეგ [[1848]] წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ — გახდა პრუსიის პროვინცია ([[პროვინცია პოზენი]]). აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა [[პოლონეთის სამეფო]]ს, რომელიც მიერთებულ იქნა [[რუსეთის იმპერია]]ს.
 
== ისტორია და განვითარება ==
 
თავდაპირველი პირობებით პოზნანის დიდ სამთავროს დაპირებული ჰქონდა ფართო შიდა ავტონომია [[პრუსია|პრუსიის]] შემადგენლობაში, რომელიც პრუსიამ უზრუნველყო მხოლოდ მცირე დროით. უკვე [[1820]] წელს სამთავროს ავტონომიურმა ორგანოებმა დაკარგეს რეალური ძალაუფლება და გადაიქცნენ პრუსიის ადმინისტრაციის მხოლოდ საკონსულტაციო დანამატად, სადაც თანამდებობებზე თითქმის ყოველთვის მხოლოდ გერმანელებს ნიშნავდნენ. [[პოლონეთის სამეფო]]სთან შედარებით, რომელიც [[რუსეთის იმპერია]]სთან იყო მიერთებული, სადაც პოლონეთის რუსიფიკაცია [[პოლონეთის აჯანყება (1830)|პოლონეთის აჯანყებამდე]] მიმდინარეობდა შედარებით ნელა, პოლონური ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო ორგანიზაციები პრუსიაში დათხოვილ იქნა და საკმაოდ მალე გააუქმეს. [[პოლონური ენა]] ჯერ კიდევ 1825 წელს მთლიანად იყო ამოღებული ოფიციალური სფეროდან. [[1831]] წლის შემდეგ პრუსიამ განავრცო და გააძლიერა [[გერმანიზაცია|გერმანიზაციის]] პოლიტიკა სამთავროს პოლონურ მოსახლეობას შორის.
 
გერმანიის 1848-1849 წლის რევოლუციის ჩახშობის დროს სამთავრო გადაქცეული იყო [[პოზენის პროვინცია]]დ, თუმცა პრუსიის ხელწიფენი რომლებიც [[1871]] წლიდან [[გერმანიის იმპერატორები]], მაინც ატარებდნენ [[დიდი ჰერცოგი|პოზნანის დიდი ჰერცოგის]] ტიტულს.