ელექტრომაგნიტური გამოსხივება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გვერდი დაცარიელდა
188.129.143.204-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Luckas-bot-ის მიერ რედაქტირებული ვ�
ხაზი 1:
'''ელექტრომაგნიტური გამოსხივება''' არის [[ტალღა|ტალღური]] ტიპის მოვლენა, რომელიც ვრცელდება [[ვაკუუმი|ვაკუუმში]] ან გარემოში. ის შედგება [[ელექტრული ველი]]სა და [[მაგნიტური ველი]]სგან, რომლებიც ირხევიან ერთიდაიგივე ფაზაში ერთმანეთისა და ტალღის გავრცელების მიმართულების მართობულ სიბრტყეში. ელექტომაგნიტური გამოსხივებას ყოფენ რამდენიმე სხვადასხვა ტიპად, ტალღის [[სიხშირე|სიხშირის]] მიხედვით. ეს ტიპები მოიცავს (სიხშირის ზრდის მიმართულებით) [[რადიო ტალღა|რადიო ტალღებს]], [[მიკროტალღა|მიკროტალღებს]], [[ტერაჰერცული გამოსხივება|ტერაჰერცულ გამოსხივებას]], [[ინფრაწითელი გამოსხივება|ინფრაწითელ გამოსხივებას]], [[ხილული სპექტრი|ხილულ სინათლეს]], [[ულტრაიისფერი გამოსხივება|ულტრაიისფერ გამოსხივებას]], [[რენტგენის სხივები|რენტგენის სხივებს]] და [[გამა გამოსხივება]]ს. სიხშირის საკმაოდ ვიწრო, წვალებადი დიაპაზონი აღიქმება ცოცხალი ორგანიზმების [[თვალი]]ს მიერ. ამ დიაპაზონს [[ხილული სპექტრი]], ან უბრალოდ [[სინათლე]] ეწოდება.

ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გადააქვს [[ენერგია]] და [[იმპულსი]], რომელიც შეიძლება გადასცეს გარემოს.

== ფიზიკა ==
=== თეორია ===
[[სურათი:Visible EM modes.png|thumb|სამი ელექტრომაგნიტური ტალღა (ლურჯი, მწვანე და წითელი). x-ღერძის გასწვრივ მანძილი მიკრონებშია მოცემული.]]
{{მთავარი|მაქსველის განტოლებები}}

'''ელექტრომაგნიტური ტალღების''' არსებობა პირველად იწინასწარმეტყველა [[ჯეიმზ კლარკ მაქსველი|ჯეიმზ კლარკ მაქსველმა]], და შემდგომში დადასტურებული იქნა [[ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი]]ს მიერ. მაქსველმა მიიღო ელექტრომაგნიტური [[ტალღური განტოლება]], დაადგინა ელექტრომაგნიტურ ტალღაში ელექტრული და მაგნიტური ველების რხევების არსებობა და ამ ველების სიმეტრია ტალღაში. ვინაიდან მის მიერ მიღებული ელექტრომაგნიტური ტალღის გარცელების სიჩქარედაემთხვა [[სინათლის სიჩქარე]]ს, მაქსველმა დაასკვნა, რომ სიმათლე თავად არის ელექტრომაგნიტური ტალღა.

[[მაქსველის განტოლებები]]ს მიხედვით ცვლადი [[ელექტრული ველი]] აგანერირებს [[მაგნიტური ველი|მაგნიტურ ველს]] და პირიქით. მაშასადამე ოსცილირებადი ელექტრული ველი აჩენს ოსცილირებად მაგნიტურ ველს, რომელიც თავის მხრივ აჩენს ელექტრულ ველს და ა. შ. ეს მერხევი ველები ქმნიან ელექტრომაგნიტურ ტალღას.

[[სურათი:Light-wave.svg|thumb|left|350px|ელექტრომაგნიტური ტალღა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ელექტრული და მაგნიტური ველის გავრცელებადი, განივი ტალღა. სურათზე ნაჩვენებია წრფივად პოლარიზებული [[ბრტყელი ტალღა]], რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ ვრცელდება. ელექტრული ველი მოქცეულია ვერტიკალურ სიბრტყეში, ხოლო მაგნიტური ველი ჰორიზონტალურ სიბრტყში.]]
[[სურათი:Onde electromagnetique.svg|thumb|left|350px]]

=== ტალღური მოდელი ===
[[სურათი:Light dispersion conceptual waves.gif|thumb|right|თეთრი სინათლე [[დისპერსია_(ფიზიკა)|დისპერსიის]] გამო პრიზმაში გასვლის შემდეგ კომპონენტებად იშლება.]]

ტალღის ერთ-ერთი ძირითადი მახსიათებელია [[სიხშირე]], რომელიც [[SI სისტემა]]ში იზომება [[ჰერცი|ჰერცებში]]. ერთი ჰერცი არის ისეთი რხევის სიხშირე, რომელიც ერთ სრულ ციკლს ასრულებს ერთ [[წამი|წამში]]. სინათლე როგორც წესი სხვადასხვა სიხშირის ტალღებისგან შედგება. სხვადასხვა სიხშირის ტალღები სხვადასხვაგვარად გარდატყდება (იხილეთ სურათი).

ტალღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასითებელია [[ტალღის სიგრძე]], რომელიც განისაზღვრება როგორც მანძილი ტალღის ორ მომდევნო მაქსიმუმს შორის. ელექტრომაგნიტური ტალღების სიგრძე იცვლება ფართო დიაპაზონში - რადიო ტალღებისთვის ის ასეულობით მეტრის რიგის შეიძლება იყოს, ხოლო [[გამა გამოსხივება|გამა გამოსხივებისთვის]] კი შეიძლება ატომის ბირთვზე მცირე ზომის იყოს. გამოსხივების სიხშირე ტალღის სიგრძის უკუპროპორციულია. კავშირს ამ სიდიდეებს შორის შემდეგი სახე აქვს:

:<math>\displaystyle v=f\lambda</math>

სადაც ''v'' არის ტალღის გავრცელების სიჩქარე ([[ვაკუუმი|ვაკუუმში]] ის ''[[სინათლის სიჩქარე|c]]''-ს ტოლია, ხოლო რაიმე გარემოში უფრო ნაკლებია), ''f'' არის სიხშირე, ხოლო λ არის ტალღის სიგრძე. როდესაც ტალღა ერთი გარემოდან მეორეში გადადის, გავრცელების სიჩქარე იცვლება, ხოლო სიხშირე უცვლელი რჩება.

[[ინტერფერენცია]] არის ორი ან მეტი ტალღის სუპერპოზიცია, რომელიც ახალ ტალღურ სტრუქტურას ქმნის.

=== გავრცელების სიჩქარე ===
{{მთავარი|სინათლის სიჩქარე}}

ნებისმიერი აჩქარებით მოძრავი მუხტი, ან დროში მაგნიტური ველი აგენერირებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. ელექტრომაგნიტური ინფორმაცია მუხტის შესახებ ვრცელდება [[სინათლის სიჩქარე|სინათლის სიჩქარით]]. სხვადასხვა სიტუაციაში ელექტრომაგნიტური გამოსხივება სხვადასხვაგვარად იქცევა - ან როგორც [[ტალღა]], ან როგორც [[ფოტონი|ნაწილაკების ერთობლიობა]]. როგორც ტალღა, ის ხასიათდება გავრცელების სიჩქარით ([[სინათლის სიჩქარე]]), [[სიხშირე|სიხშირით]] და [[ტალღის სიგრძე|ტალღის სიგრძით]]. როდესაც გამოსხივება განიხილება როგორც ნაწილაკების ერთობლიობა (რომლებსაც [[ფოტონი]] ეწოდება), თითოეულ ნაწილაკს აქვს [[ენერგია]], რომელიც მოიცემა ფორმულით ''E = hν'', სადაც ''E'' არის ფოტონის ენერგია, ''h'' = 6.626 × 10−34 ჯ·წმ არის [[პლანკის მუდმივა]], ხოლო ''ν'' არის ტალღის სიხშირე.

ერთი მტკიცება სამართლიანია ნებისმიერ შემთხევაში - ელექტრომაგნიტური გამოსხივება [[ვაკუუმი|ვაკუუმში]] ყოველთვის [[სინათლის სიჩქარე|სინათლის სიჩქარით]] ვრცელდება, მიუხედავად გამოსხივების წყაროს სიჩქარისა.

== ელექტრომაგნიტური სპექტრი ==
{{მთავარი|ელექტრომაგნიტური სპექტრი}}

[[სურათი:EM spectrum.svg|left|350px|ელექტრომაგნიტური სპექტრი, რომელშიც გამოყოფილია [[სინათლე]].]]
[[სურათი:Light spectrum.png|right|frame|'''აღწერა:'''

γ = [[გამა გამოსხივება]]

HX = ხისტი [[რენტგენის სხივები|რენტგენი]]

SX = რბილი რენტგენი

EUV = ექსტრემალურად [[ულტრაიისფერი გამოსხივება]]

NUV = Near ultraviolet

ხილული [[სინათლე]]

NIR = Near [[infrared]]

MIR = Moderate infrared

FIR = Far infrared

'''[[რადიო ტალღები]]:'''

EHF = [[Extremely high frequency]] (Microwaves)

SHF = [[Super high frequency]] (Microwaves)

UHF = [[Ultrahigh frequency]]

VHF = [[Very high frequency]]

HF = [[High frequency]]

MF = [[Medium frequency]]

LF = [[დაბალსიხშირული]]

VLF = [[ძალიან დაბალსიხშირული]]

VF = [[Voice frequency]]

ULF = [[Ultra low frequency]]

SLF = [[Super low frequency]]

ELF = [[Extremely low frequency]]]]

ზოგადად, ელექტრომაგნიტური გამოსხივება ტალღის სიგრძის მიხედვით კლასიფიცირდება [[რადიო ტალღები|რადიო]], [[მიკროტალღა|მიკროტალღოვან]], [[ინფრაწითელი გამოსხივაბე|ინფრაწითელ]], [[ხილული გამოსხივება|ხილულ]] (ამ უკანასკნელს [[სინათლე]]ს უწოდებენ), [[ულტრაიისფერი გამოსხივება|ულტრაიისფერ]], [[რენტგენის სხივები|რენტგენის]] და [[გამა გამოსხივება|გამა]] გამოსხივებად. ნებისმიერი ელექტრომაგნიტური ტალღა ფურიე-ანალიზის ([[ფურიეს გარდაქმნა]])მეშვეობით შეიძლება დაიშალოს [[ბრტყელი მონოქრომატული ტალღა|ბრტყელი მონოქრომატული ტალღების]] ერთობლიობად, რომლებიც თვის მხრივ ამ დიაპაზონებს მიეკუთვნებიან.

=== სინათლე ===
{{მთავარი|სინათლე}}

ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის [[ტალღის სიგრძე]] არის დაახლოებით 400 [[ნანომეტრი|ნმ]]-დან 700  ნმ-მდე აღიქმება ადამაიანის [[თვალი]]ს მიერ და მას ხილული [[სინათლე]] ეწოდება.

როდესაც ხილული სინათლის შესაბამისი სიხშირის გამოსხივება ეცემა რაიმე სხეულს, მაგალითად ვაშლის ნაყოფს, ხოლო შემდეგ ხვდება ჩვენს თვალში, ამ სიგნალის თვინში გადამუშავების შედეგად იქმნება ჩვენი [[ვიზუალური აღქმა]].

=== რადიო ტალღები ===
{{მთავარი|რადიო ტალღები}}

რადიო ტალღები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ინფორმაციის გადასაცემად. ეს მიიღწევა სიგნალის [[ამლიტუდა|ამპლიტუდის]], [[სიხშირე|სიხშირისა]] და [[ფაზა_(ფიზიკა)|ფაზის]] ვარირებით.

== იხილეთ აგრეთვე ==

* [[ელექტრომაგნიტური სპექტრი]]
* [[ტალღური განტოლება]]
* [[სინათლე]]
* [[მაქსველის განტოლებები]]

== სქოლიო ==

<references/>

* {{cite book
| last = Hecht | first = Eugene
| title = Optics
| edition = 4th
| publisher = Pearson Education
| year = 2001
| isbn = 0-8053-8566-5

* {{cite book
| last = Serway | first = Raymond A.
| coauthors = Jewett, John W.
| title = Physics for Scientists and Engineers
| edition = 6th
| publisher = Brooks/Cole
| year = 2004
| isbn = 0-534-40842-7

* {{cite book
| last = Tipler | first = Paul
| title = Physics for Scientists and Engineers: Electricity, Magnetism, Light, and Elementary Modern Physics
| edition = 5th
| publisher = W. H. Freeman
| year = 2004
| isbn = 0-7167-0810-8

* {{cite book
| last = Reitz | first = John
| coauthors = Milford, Frederick; Christy, Robert
| title = Foundations of Electromagnetic Theory
| edition = 4th
| publisher = Addison Wesley
| year = 1992
| isbn = 0-201-52624-7

* {{cite book
| last = Jackson | first = John David
| authorlink = J. D. Jackson
| title = Classical Electrodynamics
| edition = 3rd
| publisher = John Wiley & Sons
| year = 1999
| isbn = 0-471-30932-X

* {{cite book
| author=[[Allen Taflove]] and Susan C. Hagness
| title=Computational Electrodynamics: The Finite-Difference Time-Domain Method, 3rd ed
| publisher=Artech House Publishers
| year=2005
| isbn=1-58053-832-0

== ბმულები ==

* [http://www.lightandmatter.com/html_books/0sn/ch11/ch11.html Electromagnetism] - თავი სახელმძღვანელოდან (ინგლისურ ენეაზე).
* [http://www.cvel.clemson.edu/emc/tutorials/Radiation/EM_Radiation.html Electromagnetic Radiation] - შესავალი ელექტროინჟინრებისთვის (ინგლისურ ენეაზე).
* [http://scripts.mit.edu/~raskar/lightfields/index.php?title=An_Introduction_to_The_Wigner_Distribution_in_Geometric_Optics An Introduction to The Wigner Distribution in Geometric Optics]

[[კატეგორია:ტალღები]]

[[af:Elektromagnetiese straling]]
[[an:Radiación electromagnetica]]
[[ar:موجة كهرومغناطيسية]]
[[be:Электрамагнітнае выпраменьванне]]
[[be-x-old:Электрамагнітнае выпраменьваньне]]
[[bg:Електромагнитно излъчване]]
[[bn:তড়িচ্চুম্বকীয় বিকিরণ]]
[[bs:Elektromagnetno zračenje]]
[[ca:Radiació electromagnètica]]
[[cs:Elektromagnetické záření]]
[[cy:Ymbelydredd electromagnetig]]
[[da:Elektromagnetisk stråling]]
[[de:Elektromagnetische Welle]]
[[el:Ηλεκτρομαγνητική ακτινοβολία]]
[[en:Electromagnetic radiation]]
[[eo:Elektromagneta ondo]]
[[es:Radiación electromagnética]]
[[et:Elektromagnetlaine]]
[[eu:Erradiazio elektromagnetiko]]
[[fa:تابش الکترومغناطیسی]]
[[fi:Sähkömagneettinen säteily]]
[[fiu-vro:Elektromagnetilinõ kirgämine]]
[[fr:Rayonnement électromagnétique]]
[[gl:Radiación electromagnética]]
[[gu:વિદ્યુત-ચુંબકીય તરંગો]]
[[he:קרינה אלקטרומגנטית]]
[[hi:विद्युतचुंबकीय विकिरण]]
[[hr:Elektromagnetsko zračenje]]
[[ht:Onn elektwomayetik]]
[[hu:Elektromágneses hullám]]
[[id:Radiasi elektromagnetik]]
[[is:Rafsegulgeislun]]
[[it:Radiazione elettromagnetica]]
[[ja:電磁波]]
[[jbo:dicmakseldi'e]]
[[ko:전자기파]]
[[ku:Tîrêja karebayî-asinrevayî]]
[[la:Radiatio electromagnetica]]
[[li:Elektromagnetische straoling]]
[[lt:Elektromagnetinė banga]]
[[lv:Elektromagnētiskie viļņi]]
[[mk:Електро-магнетно зрачење]]
[[ml:വിദ്യുത്കാന്തിക പ്രസരണം]]
[[mn:Цахилгаан соронзон цацрал]]
[[ms:Sinaran elektromagnet]]
[[nl:Elektromagnetische straling]]
[[nn:Elektromagnetisk stråling]]
[[no:Elektromagnetisk stråling]]
[[om:Electromagnetic radiation]]
[[pl:Promieniowanie elektromagnetyczne]]
[[pnb:بجناطیسی ریڈیایشن]]
[[pt:Radiação eletromagnética]]
[[qu:Iliktrumaqnitiku illanchay]]
[[ro:Radiație electromagnetică]]
[[ru:Электромагнитное излучение]]
[[sh:Elektromagnetni talas]]
[[si:විද්‍යුත් චුම්භක වර්ණාවලිය]]
[[simple:Electromagnetic radiation]]
[[sk:Elektromagnetické žiarenie]]
[[sl:Elektromagnetno valovanje]]
[[sq:Rrezatimi elektromagnetik]]
[[sr:Електромагнетско зрачење]]
[[su:Gelombang éléktromagnétik]]
[[sv:Elektromagnetisk strålning]]
[[ta:மின்காந்த அலைகள்]]
[[th:คลื่นแม่เหล็กไฟฟ้า]]
[[tl:Elektromagnetikong alon]]
[[tr:Elektromanyetik ışın]]
[[uk:Електромагнітна хвиля]]
[[ur:برقناطیسی اشعاع]]
[[vi:Bức xạ điện từ]]
[[war:Electromagnetic radiation]]
[[xal:Электромагнетикин толярлһн]]
[[zh:电磁波]]
[[zh-min-nan:Tiān-chû-pho]]
[[zh-yue:電磁波]]