სურამის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
[[ფაილი:Surami fortress wall.JPG|მინი|მარჯვნივ|200პქ|სურამის ციხის ქვედა ეზო და შიდა ციხის კედელი]]
ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე. როგორც ზემოთ ითქვა, იგი აშენებული უნდა იყოს XII-XIII საუკუნეებში, ხოლო კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში.<ref>ნ. ზაქარაია, ქართული ციხესიმაგრეები, კრებული „ფრესკა“, თბ. 1985 წ. გვ. 15</ref> ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში.<ref name="სძა" >საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5., თბ., 1990 წ. გვ. 446</ref>
 
===გალავანი===
[[ფაილი:Suramis gengegma.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|სურამის ციხის გენგეგმა: 1. შესასვლელი, 2. გალავანი, 3. ქვედა ეზო, 4. შიდა ციხე, 5. კოშკი, 6. წმინდა გიორგის ეკლესია, 7. სასახლე]]
[[გალავანი]] რელიეფს მიყვება. მას რთული მოხაზულობა აქვს, რადგან მშენებლებს კლოდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა.

შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. აქ კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. გალავნის ამ მონაკვეთის ზედა ნაწილში ვიწრო სათოფურებია, ჩრდილოეთ-დასავლეთით ყრუ კედელია. გალავნის დასავლეთ ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 8 მ. სიგრძის და 2 მ. სიმაღლის კედელი, რომელზეც ეზოს მხრიდან სასახლე იყო მიშენებული.

გალავანში აღმოსავლეთით ჩართულია შიდა ციხის კედელი, რომელიც ნაკლებადაა დაზიანებული. გვიანდელი სამშენებლო ფენა (XVII ს.) თხელია, მის აღმოსავლეთ კედელში ერთ რიგად განლაგებულია სათოფურები. ციხის თავდაპირველი კედლის ქონგურები გამოყვენილია უხეშად და განაწილებულია არათანაბრად; უფრო გვიან ნაშენი კედლებისა კი, პირიქით ხშირი, ვიწრო და მომრგვალებულია და განლაგებულია თანაბრად.
 
{{-}}
===ციხე===
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურამის_ციხე“-დან